Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებმუხლი 34

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 34. ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ვალდებულებები

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234566¹78

1.საჯარო დაწესებულებებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 20 იანვრამდე უზრუნველყონ საშტატო ნუსხებისა და თანამდებობრივი სარგოების „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით  გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს მიხედვით დამტკიცება, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა საჭირო ღონისძიებების განხორციელება და მათი 2018 წლის 1 იანვრიდან ამოქმედება.

2.ამ კანონის ამოქმედებიდან გამომდინარე, დაუშვებელია 2018–2020 საბიუჯეტო წლებში საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდის გაზრდა 2018 წლის შესაბამისი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში განსაზღვრულ ჯამურ მაჩვენებელთან შედარებით, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

3.2019-2020 წლებში ამ კანონით დადგენილი წესით საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების ფონდი 2018 წელთან შედარებით შეიძლება გაიზარდოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით, მხოლოდ შესაბამისი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე, საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში.

4.2018 წლის განმავლობაში ამ კანონის №1 და №2 დანართების ცხრილების მიხედვით თანამდებობრივი სარგოების დადგენისას: ა) დაუშვებელია დასაქმებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობისათვის/პოზიციისათვის ამ კანონის ამოქმედებამდე განსაზღვრული თანამდებობრივი სარგოს შემცირება; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უფრო დაბალი თანამდებობისათვის/პოზიციისათვის განსაზღვრული კოეფიციენტი.

5.დაევალოს საქართველოს მთავრობას, 2018 წლის 5 იანვრამდე: ა) მიიღოს დადგენილება „საქართველოს მინისტრებისა და სახელმწიფო მინისტრების მიერ მათდამი დაქვემდებარებული სამინისტროების, საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხების, თანამდებობრივი სარგოებისა და შრომის ანაზღაურების ფონდების საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების წესის“ დამტკიცების შესახებ“; ბ) მიიღოს დადგენილება ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულებების თანამდებობების/პოზიციების მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისათვის მიკუთვნებული თანამდებობების ეკვივალენტური ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრის წესის შესახებ.

6.2018–2020 წლებში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების (გარდა ამ მუხლის 6 1 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირებისა) თანამდებობრივი სარგოები განისაზღვროს შესაბამისი საშტატო ნუსხით და დადგინდეს არაუმეტეს ამ თანამდებობის პირებისათვის 2017 წელს გაცემული საშუალო თვიური შრომის ანაზღაურების მიხედვით. განსხვავებული წესით თანამდებობრივი სარგო შეიძლება დადგინდეს მხოლოდ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვის პროცესში.

6¹.2018–2020 წლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო დგინდება არაუმეტეს 4.0 კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით, ხოლო მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობრივი სარგო დგინდება არაუმეტეს 2.5 კოეფიციენტის ფარგლებში განსაზღვრული კოეფიციენტის საბაზო თანამდებობრივ სარგოზე ნამრავლით და აისახება შესაბამის საშტატო ნუსხაში.

7.2018–2020 წლებში საქართველოს მთავრობის წევრის მოადგილეს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობების წევრთა მოადგილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესა და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს მიეცემათ ამ კანონით გათვალისწინებული სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო, რომელთა ოდენობებს ამ კანონით დადგენილი ზღვრული ოდენობების ფარგლებში განსაზღვრავს ზემდგომი სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი/პოლიტიკური თანამდებობის პირი/ორგანო.

8.მოხელეს, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 31 ოქტომბრის კანონის შესაბამისად მინიჭებული ჰქონდა საჯარო მოხელის საკლასო ჩინი, მიუხედავად იმისა, იღებდა თუ არა იგი საკლასო ჩინის დანამატს, და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონის საფუძველზე მიენიჭა პროფესიული საჯარო მოხელის შესაბამისი კლასი, მიეცემა საკლასო დანამატი ამ კანონის მე-10 მუხლის ცხრილის შესაბამისად. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2639 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3454 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. მუხლი 34 1 . საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები 1. 2023 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე საბიუჯეტო წლებისთვის საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგო, გაზრდილი არანაკლებ ბოლო 4 კვარტალში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლის ნახევრით.

2.ამ მუხლის საფუძველზე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი უნდა დაფინანსდეს შესაბამისი ბიუჯეტიდან.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დარღვეულია იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზღვრული პარამეტრები. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2385 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. თავი X დასკვნითი დებულებანი

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 9 ოქტ. 2018
  2. 6 ივლ. 2018
წინა მუხლი 33შემდეგი მუხლი 34¹

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №45

0
ციტირებულია მუხლი
2
ცვლილება
ბოლო 2018-10-09
1
რედაქცია
5
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბიუჯ… 39ეკონომიკური თავისუ… 2მუხლი 10მუხლი 2მუხლი 25

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 34¹საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები
  • 7საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება და ოდენობა
  • 25საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პირების შრომის ანაზღაურება

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 24საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 120თანამდებობრივი სარგოების დადგენა
  • 125ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
  • 126ამ კანონის ამოქმედებამდე მისაღები ნორმატიული აქტები

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 77კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 53მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი

  • 47სახელმწიფო ბიუჯეტის განწერა

„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“

  • 16თანამდებობრივი სარგოები, პრემიები, დანამატები და დახმარებები

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 63მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
394777253120125126162510234¹72434
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო დაწესებულებაში …საქართველოს საბიუჯეტო …ეკონომიკური თავისუფლებ…საქართველოს 2026 წლის …საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს შრომის კოდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026