Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებმუხლი 7

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

მუხლი 7. საბაზო თანამდებობრივი სარგოს დანიშნულება და ოდენობა

რედაქცია №45 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობების/პოზიციების თანამდებობრივი სარგოების გამოთვლის მიზნისთვის საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო ნომინალურ გამოხატულებაში, რომლის ამ კანონით დადგენილი წესით განსაზღვრულ შესაბამის კოეფიციენტზე ნამრავლით მიიღება კონკრეტული თანამდებობის/პოზიციის თანამდებობრივი სარგო კონკრეტული საბიუჯეტო წლისთვის.

2.საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლების საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში საბაზო თანამდებობრივი სარგოს ოდენობა განისაზღვრება, როგორც საქართველოს მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგო, გაზრდილი არანაკლებ ბოლო 4 კვარტალში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ არასახელმწიფო სექტორში დაფიქსირებული ნომინალური ხელფასის წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის საშუალო პროცენტული მაჩვენებლით.

3.ამ მუხლით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში „დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი საკუთრების ფორმების მიხედვით“ სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასი არ უნდა იყოს არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის არანაკლებ 80%-ზე ნაკლები და 90%-ზე მეტი; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ზღვრების ფაქტობრივი მაჩვენებლების მიხედვით დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს საქართველოს მომდევნო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტთან ერთად წარუდგენს აღნიშნულ ზღვრებში დაბრუნების გეგმას, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 საბიუჯეტო წელს; გ) ამ მუხლით განსაზღვრული პრინციპების საფუძველზე გაზრდილი შრომის ანაზღაურების ხარჯი უნდა დაფინანსდეს შესაბამისი ბიუჯეტიდან.

4.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდა არ ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე დარღვეულია იმავე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ზღვრული პარამეტრები.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს მთავრობა საქართველოს პარლამენტს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ზღვრულ პარამეტრებში დაბრუნების წლის შემდგომი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონთან ერთად წარუდგენს არაუმეტეს 3-წლიან გეგმას, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის მაჩვენებლის ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტთან შესაბამისობას.

6.დაუშვებელია საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრული საბაზო თანამდებობრივი სარგოს შემცირება საქართველოს წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით განსაზღვრულ საბაზო თანამდებობრივ სარგოსთან შედარებით. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2385 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. თავი II მოხელის შრომის ანაზღაურება

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 იან. 2026· გამოქვეყნდა 23 დეკ. 2022
წინა მუხლი 6შემდეგი მუხლი 8

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №45

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2022-12-23
1
რედაქცია
3
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

საქართველოს საბიუჯ… 39ეკონომიკური თავისუ… 2მუხლი 2

მიუთითებენ მასზე

მუხლი 2

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ

  • 34¹საბაზო თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშებასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებები
  • 8მოხელის თანამდებობრივი სარგო
  • 22სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო

საჯარო სამსახურის შესახებ

  • 120თანამდებობრივი სარგოების დადგენა
  • 57მოხელის შრომის ანაზღაურება

საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ

  • 24საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი

  • 53მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები

საერთო სასამართლოების შესახებ

  • 69მოსამართლის შრომის ანაზღაურება

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ

  • 18¹—

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ

  • 19ეროვნული ბანკის პერსონალის შრომის ანაზღაურება

საქართველოს შრომის კოდექსი

  • 77კანონით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 63მოსამსახურის შრომის ანაზღაურება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
18¹6939197725312057234¹82263247
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაჯარო დაწესებულებაში …საქართველოს საბიუჯეტო …ეკონომიკური თავისუფლებ…საჯარო სამსახურის შესა…საქართველოს 2026 წლის …ადგილობრივი თვითმმართვ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026