Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაუძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზემუხლი 9

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 9. მარეგისტრირებელი ორგანოს ზოგადი უფლებამოსილება

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 იან. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მარეგისტრირებელი ორგანო პასუხისმგებელია რეგისტრირებული მონაცემებისა და მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ურთიერთშესაბამისობასა და უსაფრთხოებაზე.

2.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია დაამოწმოს მის მიერ ან მისი ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების ან სხვა დოკუმენტების, ასევე მასთან დაცული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების თუ სხვა დოკუმენტაციის ასლები, თუ დედნისა და ასლის შინაარსი შეესაბამება ერთმანეთს.

3.დოკუმენტაციის ასლის სისწორის დამოწმებისას მარეგისტრირებელი ორგანო ადგენს ფორმულარს. ფორმულარი იწერება ასლის ბოლოში ან ცალკე ფურცელზე, რომელიც აიკინძება ასლთან ერთად. ფორმულარის შინაარსი განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. ფორმულარი მოწმდება მარეგისტრირებელი ორგანოს სამსახურებრივი ბეჭდით. თუ დოკუმენტის ასლი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან, ფურცლები ისე უნდა აიკინძოს, რომ დაზიანების გარეშე შეუძლებელი იყოს ფურცლების განცალკევება.

4.მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტების ასლებს აქვს ოფიციალური ძალა და ადასტურებს დედანთან იგივეობას.

5.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით იქონიოს და ამავე სახით გასცეს მის მიერ გამოცემული ან გაცემული ნებისმიერი დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს.

6.ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონულ ასლებს და მათ ამონაბეჭდებს აქვს იგივე იურიდიული ძალა, როგორიც თავად ამ დოკუმენტებს.

7.მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტში, რომელსაც შეიძლება სამართლებრივი შედეგები მოჰყვეს, მონაცემები შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

8.სარეგისტრაციო განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც წარდგენილია არაუფლებამოსილ მარეგისტრირებელ ორგანოში, სამი სამუშაო დღის ვადაში უნდა გადაეგზავნოს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს. ამ შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების ვადის ათვლა იწყება შესაბამისი მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ განცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის მიღებისთანავე.

9.მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია ნებისმიერი დოკუმენტი მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენებით. აღნიშნულ შემთხვევაში განცხადება და თანდართული დოკუმენტაცია შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში შეიძლება წარდგენილ იქნეს ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანოსათვის მიმართვით, ხოლო დოკუმენტი გაიცეს ნებისმიერი მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით.

10.მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მართვის ავტომატური საშუალებების გამოყენებით დოკუმენტის მიღება, გამოცემა ან გაცემა შეიძლება აკმაყოფილებდეს ამ ინსტრუქციით დადგენილი სარეგისტრაციო წარმოების, ხოლო ამ სახით მიღებული, გამოცემული ან გაცემული დოკუმენტი – ამ ინსტრუქციისა თუ მოქმედი კანონმდებლობის მხოლოდ იმ მოთხოვნებს, რომლებიც შეესაბამება მართვის ავტომატური საშუალებების შესაძლებლობებსა და მუშაობის პრინციპებს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 სექ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 15 იან. 2010 · №2

  • 1 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

  • 11მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება
  • 70დოკუმენტაციის გამოთხოვის წესი
  • 8მარეგისტრირებელი ორგანოს სისტემა და რეგისტრაციის ადგილი

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ

  • 32მარეგისტრირებელ ორგანოთა ზოგადი უფლებამოსილებანი
  • 28¹მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება
  • 4²დოკუმენტაციის გამოთხოვის წესი

საჯარო რეესტრის შესახებ

  • 27მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება
  • 3მარეგისტრირებელ ორგანოთა სისტემა და უფლებამოსილებანი
  • 6ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ

  • 4მარეგისტრირებელი ორგანოს უფლებამოსილებები

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 20დოკუმენტის ოფიციალური დამოწმების უფლება

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 49საგადასახადო ორგანოთა უფლებები

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2027363228¹4²491170849
მნიშვნელობით ახლოსუძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…საქართველოს ზოგადი ადმ…საქართველოს საგადასახა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 15 იან. 2010 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 23 ოქტ. 2026