უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მუხლი 8. მარეგისტრირებელი ორგანოს სისტემა და რეგისტრაციის ადგილი

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 15 იან. 2010

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – ეროვნული სააგენტო) რეგისტრაციას აწარმოებს ტერიტორიული ორგანოების – სარეგისტრაციო სამსახურების მეშვეობით, ხოლო კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში – უშუალოდ.

2.მარეგისტრირებელ ორგანოში რეესტრის წარმოებასა და ხელმისაწვდომობაზე უფლებამოსილ თანამშრომელთა ნუსხა და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

3.უძრავ ნივთებზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრის წარმოების მიზნით, საქართველოს ტერიტორია იყოფა სარეგისტრაციო ზონებად. სარეგისტრაციო ზონის ფორმირების პირობებს, სტრუქტურას და საზღვრებს ამტკიცებს ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე.

4.სარეგისტრაციო სამსახური რეგისტრაციას აწარმოებს სარეგისტრაციო ზონის შესაბამისად.

5.ცალკე უფლების ობიექტზე, რომელიც განლაგებულია ერთი სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაცია წარმოებს იმავე ზონის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში.

6.ცალკე უფლების ობიექტზე, რომელიც განლაგებულია რამდენიმე სარეგისტრაციო ზონის ფარგლებში, რეგისტრაცია წარმოებს დაინტერესებული პირის მიერ შერჩეულ სარეგისტრაციო ზონის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში. ამ შემთხვევაში, რეგისტრაციის მწარმოებელი სარეგისტრაციო სამსახური ვალდებულია ინფორმაცია გადააგზავნოს ყველა იმ ზონის შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში, რომელზეც განლაგებულია ცალკე უფლების ობიექტი. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 27 სექტემბრის ბრძანება №313-სსმIII,№135,27.09.2007წ., მუხ.1471

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 27 სექ. 2007 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
392711439591166413138
მნიშვნელობით ახლოსმიწის ნაკვეთებზე უფლებ…საჯარო რეესტრის შესახე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…,,მეწარმეთა და არასამე…მეწარმეთა შესახებნოტარიატის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა