საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 31³. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემა გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ ინფორმაციის შემცველობით

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ პირი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაცემისას წარადგენს დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ აღნიშნული მოწმობის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მომენტში შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი დადგენილი აქვს გადამოწმების გარეშე (უვადოდ) და აღნიშნული სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს მონაცემთა ბაზაში აისახება ინფორმაცია გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ შესაბამისი კატეგორიის გათვალისწინებით (აღნიშვნა: „შშმ პირი. მკვეთრად გამოხატული“; „შშმ პირი. მნიშვნელოვნად გამოხატული“ ან „შშმ პირი. ზომიერად გამოხატული“), რომლის ხელმისაწვდომობა/გადამოწმება შესაძლებელი იქნება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით. გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია QR კოდის მეშვეობით ხელმისაწვდომია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადით/პერიოდში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს წარმოადგენს: ა) 2007 წლის 1 იანვრამდე – საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მუდმივი სტატუსის მქონე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ამავე საფუძვლით სახელმწიფო გასაცემლის (სახელმწიფო კომპენსაცია ან სოციალური პაკეტი) მიღების შესახებ გაცემული დოკუმენტი; ბ) 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს/საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი/მმართველობის სფეროში მოქმედი სამედიცინო საქმიანობის რეგულირების უფლებამოსილების მქონე დაწესებულების ხელმძღვანელის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის დადგენის უფლებამოსილების მქონე სამედიცინო დაწესებულების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი – სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის აქტის ამონაწერი.

3.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის უკონტაქტო მიკროსქემაზე გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შესაძლებლობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია დაიტანება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების ვადით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1119 - ვებგვერდი, 31.10.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
151449142²18131¹31⁴2531²16 (დ…631³
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…სამედიცინო-სოციალური ე…საქართველოს მოქალაქის …საქართველოში ბინადრობი…საქართველოს სისხლის სა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა