საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 13

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახორციელებს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პირადობის ელექტრონული მოწმობის გაცემისა და შეცვლის მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

2.(ამოღებულია - 29.05.2014, №2480).

3.სააგენტოს ტერიტორიული სამსახური პირადობის მოწმობას, აგრეთვე ბინადრობის მოწმობას (გარდა დროებითი ბინადრობის მოწმობისა) გასცემს ამ კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენიდან მე-10 სამუშაო დღეს ან დაჩქარებული წესით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ვადებში. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში წარდგენილი განცხადების საფუძველზე პირადობის ელექტრონული მოწმობა გაიცემა მისი წარდგენიდან 45 დღის ვადაში.

4.გაცემულ დოკუმენტებში შეუსაბამობის არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისების გარდა, ზუსტ მონაცემებად მიიჩნევა დაბადების აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები, ხოლო იმ პირის მიმართ, რომლის დაბადებაც რეგისტრირებულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ან საზღვარგარეთ და რომლის დაბადების აქტის ჩანაწერი არ არსებობს, – დაბადების მოწმობაში მითითებული მონაცემები. საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.255 საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3653-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.337 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480- ვებგვერდი, 29.05.2014წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №58 · ძალაშია 1 ივლ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 8 აგვ. 2014 – 1 იან. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 10

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 29 მაი. 2014
  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011
  3. მე-3 პუნქტში 10 სამუშაო დღის ვადა შეიცვალა მე-10 სამუშაო დღეს გაცემით ან დაჩქარებული წესით, საფასურის შესახებ კანონით დადგენილ ვადებში; დაზუსტდა, რომ 1 თვის ვადა მოქმედებს საზღვარგარეთ.

  4. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  5. · გამოქვეყნდა 11 ოქტ. 2010

    პირველ პუნქტში საზღვარგარეთ მოწმობის გაცემასა და შეცვლას ახლა თავად დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ახორციელებს დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. მე-2 პუნქტში ბლანკებით სააგენტო საგარეო საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოფს.

  6. პირველ პუნქტში გამცემი სუბიექტია სააგენტო, რომელიც მოქმედებს ტერიტორიული სამსახურებისა და საზღვარგარეთ წარმომადგენლობების/საკონსულოების მეშვეობით; მე-2 პუნქტი სააგენტოს აკისრებს ბლანკებით უზრუნველყოფას.

  7. მე-3 პუნქტში დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულების 1-თვიან ვადას დაემატა სიტყვა „გასცემს“. მე-4 პუნქტში გაცემის შეჩერების წესი შეიცვალა დოკუმენტებს შორის შეუსაბამობისას ზუსტი მონაცემების განმსაზღვრელი წესით.

  8. · გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    მე-13 მუხლის მე-3 პუნქტში მოწმობის გაცემის ვადა დოკუმენტების წარმოდგენიდან 5 დღიდან 10 დღემდე შეიცვალა.

  9. · გამოქვეყნდა 15 ივლ. 2004

    მე-4 პუნქტში სიტყვა „წარდგენილ“ შეიცვალა სიტყვით „წარმოდგენილ“; შეჩერების საფუძველი, ყალბი ან არაზუსტი მონაცემები დოკუმენტებში, უცვლელია.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
19201682732022223 (და…13613
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…უცხოელთა და მოქალაქეობ…სამოქალაქო აქტების შეს…ამნისტიის შესახებსაქართველოში ბინადრობი…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა