საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

მუხლი 18

რედაქცია №59 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პირი ვალდებულია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა შემდეგ შემთხვევებში: ა) მოწმობის მოქმედების ვადის გასვლისას; ბ) საცხოვრებელი ადგილის შეცვლისას; გ) სახელის ან გვარის შეცვლისას; დ) ჩანაწერში უზუსტობის დადგენისას; ე) გამოყენებისთვის უვარგისობისას (გაცვეთა, დაზიანება) ან დაკარგვისას.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე.

3.პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერდება: ა) ამ კანონის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში; ბ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას.

4.პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება: ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) თუ დაინტერესებულმა პირმა შეცვალა პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; გ) თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლები; დ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად ყალბი დოკუმენტები წარადგინა, რაც პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ გამოვლინდა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას.

5.საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით შეიძლება დადგინდეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების დამატებითი საფუძვლები.

6.გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა (საფუძვლებისა), პირი უფლებამოსილია შეცვალოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა, თუ მისი მოქმედების ვადის ამოწურვამდე 6 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. შეცვლილი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმების წესი დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2002 წლის 21 ივნისის კანონი №1569-სსმI, №21,12.07.2002წ., მუხ.94 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4937 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5563 - ვებგვერდი, 28.12.2011წ. საქართველოს 2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1120 – ვებგვერდი, 28.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №59 · ძალაშია 1 იან. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 იან. 2026 – 1 ივლ. 2026 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. · გამოქვეყნდა 28 ნოე. 2025
  2. · გამოქვეყნდა 28 დეკ. 2011
  3. მე-18 მუხლის შეცვლის საფუძვლები დაზუსტდა („ა“, „ე“ ქვეპუნქტები), ხოლო დაემატა მე-2–მე-5 პუნქტები ელექტრონული მოწმობის, შეჩერებისა და გაუქმების შესახებ.

  4. · გამოქვეყნდა 29 სექ. 2010
  5. · გამოქვეყნდა 16 იან. 2006

    მე-18 მუხლი ერთ ნორმად ჩამოყალიბდა და მოწმობის შეცვლის ვალდებულების შემთხვევებად ჩამოთვლილია ვადის გასვლა, საცხოვრებელი ადგილის, სახელისა ან გვარის შეცვლა, უზუსტობა, უვარგისობა და დაკარგვა; ტექსტიდან ამოვარდა მითითება 25 და 45 წლის ასაკზე.

  6. · გამოქვეყნდა 12 ივლ. 2002

    მე-18 მუხლის პირველ პუნქტში მოქალაქისთვის პირადობის მოწმობის შეცვლის ვალდებულების წარმოშობის შემთხვევებს დაემატა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

მია ზოიძე

მია ზოიძე

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს თანადამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
51¹201020232115 (დ…136616218
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქის …საქართველოში ბინადრობი…საერთაშორისო დაცვის შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…მიწის ნაკვეთებზე უფლებ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №59 · ბოლოს შემოწმდა