საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 31². გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.თუ გაცემულ პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდით სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის და მისი მფლობელი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში რეგისტრირებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი არ აქვს, ამ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ასახვისა და QR კოდით ხელმისაწვდომობის მოთხოვნით პირმა უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია მიმართოს ამ წესის 28-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.

2.სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი ვალდებულია, საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში გადაამოწმოს ამ წესის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ​ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.

3.დაინტერესებულ პირს სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის ასახვაზე უარი უნდა ეთქვას, თუ: ა) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არ იძებნება ინფორმაცია პირის შესახებ; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში პირი არ არის რეგისტრირებული, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი; გ) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის მონაცემების თანახმად, პირს სტუდენტის სტატუსი შეჩერებული/შეწყვეტილი აქვს; დ) შეჩერებულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება.

4.სააგენტო სტუდენტის სტატუსის შესახებ ინფორმაციის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში ასახვასა და პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის მეშვეობით ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადის წარდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 11 სექტემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 11.09.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 31 ოქტომბრის ბრძანება №1119 - ვებგვერდი, 31.10.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181¹13432431⁴32¹31³216 (და…16 (დ…631²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოში ბინადრობი…უმაღლესი განათლების შე…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქის …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა