1.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები დაინტერესებულ პირზე პირადობის მოწმობას და ბინადრობის მოწმობას (გარდა ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე და დროებითი დაცვის მქონე პირისა) გასცემენ პირის მიერ გადახდილი შესაბამისი მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის გათვალისწინებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით განცხადების შეტანიდან: ა) მე-10 სამუშაო დღეს; ბ) მე-5 სამუშაო დღეს; გ) მე-3 სამუშაო დღეს; დ) 24 საათის გასვლისთანავე; ე) იმავე დღეს.
2.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ლტოლვილზე, დამატებითი დაცვის მქონე და დროებითი დაცვის მქონე პირზე დროებით ბინადრობის მოწმობას მომსახურების/დაჩქარებული მომსახურების საფასურის გარეშე გასცემენ დაინტერესებული პირის მიერ კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
3.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები უფლებამოსილი არიან, არა უ მეტეს 10 სამუშაო დღით, გააგრძელონ დაინტერესებულ პირზე პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის ვადა, თუ ვადის გაგრძელება აუცილებელია პირის პირადობის დამადასტურებელი მონაცემების დადგენა/დაზუსტებისათვის, მოქალაქეობის დადგენის ან/და პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის აუცილებელი სხვა საკითხის გადაწყვეტისათვის. ვადის გაგრძელების თაობაზე სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის უფლებამოსილი პირი გამოსცემს წერილობით გადაწყვეტილებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 28 ოქტომბრის ბრძანება №869 - ვებგვერდი, 31.10.2022 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 5 დეკემბრის ბრძანება №1135 - ვებგვერდი, 08.12.2025 წ.

