საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 34. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის დაინტერესებული პირისათვის გადაცემა

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გადაეცემა: ა) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მფლობელ პირს პირადად 14 წლის ასაკიდან; ბ) კანონიერ წარმომადგენელს, თუ პირადობის (ბინადრობის) მოწმობა გაცემულია არასრულწლოვანი პირზე, გარდა რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი 16-დან 18 წლამდე ასაკის პირისა, ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ქვეშ მყოფ პირზე; ბ 1 ) მიუსაფარი ან/და ძალადობის მსხვერპლი ბავშვის შემთხვევაში, ასევე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო; ბ 2 ) მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უკანონო ორგანოების (თანამდებობების პირების) მიერ გაცემული აქტით/დოკუმენტით საქართველოს მოქალაქეობის დადგენის შემთხვევაში; გ) (ამოღებულია - 13.06.2012 წ, №98) დ) ფოსტის მეშვეობით, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე. საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება დაინტერესებულ პირს. დაინტერესებული პირის მიერ ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გამოყენების შემთხვევაში, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ფოსტის მეშვეობით გაგზავნისას, საფოსტო მომსახურების ხარჯები ეკისრება სააგენტოს; ე) ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ასევე მოთხოვნის წარმდგენ პირს; ვ) ამ წესის 49-ე მუხლით გათვალისწინებული მომსახურების პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელების შემთხვევაში, განცხადება-ანკეტაში მითითებულ მისამართზე მიტანით.

2.პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გადაცემის/გაგზავნის კონკრეტული საშუალების გამოყენების თაობაზე უნდა მიეთითოს შესაბამისი მომსახურების გაწევის თაობაზე წარდგენილ მოთხოვნაში.

3.დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გადაცემა/გაგზავნა ხდება კონვერტში მოთავსებული ფორმით.

4.კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისა და ავთენტიფიკაციის სერტიფიკატების გადაცემასა და აქტივაციასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.

5.(ამოღებულია - 28.06.2018, №312).

6.(ამოღებულია - 28.06.2018, №312).

7.(ამოღებულია - 28.06.2018, №312). საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს ბრძანება №119 - ვებგვერდი, 19.08.2011 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 მარტის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 13.03.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 10 აგვისტოს ბრძანება №165 - ვებგვერდი, 10.08.2016 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 28 ივნისის ბრძანება №312 - ვებგვერდი, 29.06.2018 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
314132826448201769 (და…634
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…უცხოელთა და მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქეობ…საქართველოს მოქალაქის …უცხოეთში მცხოვრები თან…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა