საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 37. პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმება

რედაქცია №38 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.გაცემული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება: ა) თუ დაინტერესებულმა პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის გასვლიდან 1 წლის განმავლობაში არ ჩაიბარა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) მოწმობა; ბ) თუ სააგენტოსთვის ცნობილი გახდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლის ამ წესის 35-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლის არსებობის შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედება შეჩერებულია მისი დაკარგვის საფუძველზე; გ) თუ პირმა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის მისაღებად წარადგინა ყალბი ან ძალადაკარგული დოკუმენტები, რაც გამოვლინდა პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაცემის შემდეგ; დ) პირის რეგისტრაციიდან მოხსნისას, ხოლო პირადობის (ბინადრობის) ელქტრონული მოწმობის შემთხვევაში, მხოლოდ გარდაცვალების ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საფუძველზე რეგისტრაციიდან მოხსნისას; ე) ახალი დროებითი ბინადრობის ნებართვის მოპოვების ან დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის ცვლილების შემთხვევაში ან თუ შეწყდა გაცემული ბინადრობის ნებართვის მოქმედება; ვ) თუ პირს შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა საერთაშორისო დაცვის ფარგლებში მისთვის მინიჭებული სტატუსი; ზ) თუ შვილად აყვანის რეგისტრაციისას შეიცვალა შვილად აყვანილი პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი ან/და დაბადების ადგილი; თ) თუ პირისათვის მამობის დადგენის რეგისტრაციისას შეიცვალა ამ პირის სახელი ან/და გვარი; ი) თუ ამ წესის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის გარეშე გაცემის შემდეგ, შესაძლებელი გახდა დამზადებული პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შესაბამის პირზე გაცემა; კ) დაკარგვის საფუძვლით პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მოქმედების შეჩერების შემთხვევაში, მისი დაკარგვის დადასტურების თაობაზე დაინტერესებული პირის პირადი განცხადებით; ლ) პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შემთხვევაში რეგისტრაციის არმქონე პირის გარდაცვალებისას (თუ გარდაცვალების თაობაზე ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით) ან საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტისას.

1¹.ამ წესის 35-ე მუხლის 1 1 პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით, თუ არ გამოვლინდა დოკუმენტის გაუქმების სხვა საფუძველი, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის შეცვლისას ძველი პირადობის (ბინადრობის) მოწმობა უქმდება: ა) დაინტერესებული პირისათვის ახალი პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომისთანავე; ბ) დამზადებული დოკუმენტის გადაცემისას, თუ გაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე პირმა ისარგებლა დაჩქარებული მომსახურებით.

2.პირადობის (ბინადრობის) მოწმობის გაუქმებისას ხორციელდება პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ანულირება (მისი წარმოდგენის შემთხვევაში) და სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში შესაბამისი აღნიშვნის გაკეთება გაუქმების საფუძვლის მითითებით.

3.სტუდენტის და/ან გადამოწმების გარეშე (უვადოდ) დადგენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის შეჩერება/შეწყვეტა არ იწვევს მისი პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის გაუქმებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივნისის ბრძანება №98 - ვებგვერდი, 13.06.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 23 ივლისის ბრძანება №123 - ვებგვერდი, 23.07.2012 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2017 წლის 18 იანვრის ბრძანება №220 - ვებგვერდი, 18.01.2017 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 15 თებერვლის ბრძანება №383 - ვებგვერდი, 18.02.2019 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 10 ივლისის ბრძანება №745 - ვებგვერდი, 10.07.2021 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 30 დეკემბრის ბრძანება №1161 - ვებგვერდი, 30.12.2025 წ. თავი IV. პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციისა და რეგისტრაციიდან მოხსნის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობის, პასპორტის, სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
181913289⁷363546202315 (დ…8 (და…6137
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს მოქალაქეთა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოში ბინადრობი…უცხოელთა და მოქალაქეობ…საერთაშორისო დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №38 · ბოლოს შემოწმდა