1.პასპორტის, სამგზავრო პასპორტის და სამგზავრო დოკუმენტის გაცემას ახორციელებს სააგენტოს ნებისმიერი უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახური.
2.უცხო სახელმწიფოში მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტის გაცემას ახორციელებენ სააგენტოს უფლებამოსილი ტერიტორიული სამსახურები, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.
3.სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ პასპორტი, სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით (შემდგომში – ბიომეტრიული პასპორტი). სააგენტოს ტერიტორიულმა სამსახურებმა პასპორტი შეიძლება გასცენ თითის ანაბეჭდის და ელექტრონული მატარებლის გარეშე, როდესაც ჯანმრთელობის, ფიზიკური მდგომარეობის ან სხვა მიზეზის გამო შეუძლებელია პირისაგან თითის ანაბეჭდის აღება.
4.პირზე ბიომეტრიული პასპორტის გაცემა შესაძლებელია საზღვარგარეთ გადაუდებელი მკურნალობის მიზნით, თუ მასზე გაცემულია პირადობის ელექტრონული მოწმობა და მის მიერ პასპორტის მისაღებად ნების გამოხატვა და მისგან თითის ანაბეჭდის აღება შეუძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 4 იანვრის ბრძანება №272 - ვებგვერდი, 05.01.2018 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 2 ოქტომბრის ბრძანება №1114 - ვებგვერდი, 02.10.2025 წ.

