1.საქართველოში ბინადრობის ნებართვა ავტომატურად უქმდება მისი მოქმედების ვადის ამოწურვისას. სააგენტო უფლებამოსილია, შეუწყვიტოს უცხოელს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა, თუ მისთვის ცნობილი გახდება კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრული საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების არსებობის შესახებ. უცხოელისთვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის ვადის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.“;
2.სახელმწიფო ორგანოები და იურიდიული და/ან ფიზიკური პირები ვალდებულნი არიან, სააგენტოს აცნობონ უცხოელისთვის საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტის საფუძვლების შესახებ.
3.საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელება ხორციელდება იმავე პირობების შესაბამისად, რა პირობებითაც მოხდა მისი გაცემა.
4.სააგენტო ვალდებულია, კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ან იმავე მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის გაცემიდან 2 კვირის ვადაში საჯარო რეესტრს მიაწოდოს მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელის შესახებ მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) და ინფორმაცია იმ უძრავი ნივთის საკადასტრო კოდის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც მიიღო უცხოელმა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა.
5.საჯარო რეესტრი ვალდებულია, სააგენტოს შეატყობინოს იმ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტის შესახებ, რომლის საკუთრებაში ქონის საფუძველზეც გაიცა მოკლევადიანი ან საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა. ასეთი შეტყობინება უნდა განხორციელდეს აღნიშნულ უძრავ ნივთზე უცხოელის საკუთრების უფლების შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში.
6.დამსაქმებელი ვალდებულია, ბინადრობის ნებართვის მქონე დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, ამის შესახებ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში შეატყობინოს სააგენტოს.
6¹.საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ვალდებულია, შრომითი საქმიანობის უფლების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ, არაუგვიანეს შეწყვეტიდან 2 სამუშაო დღისა, აცნობოს სააგენტოს.
7.თუ უცხოელი ინარჩუნებს საკუთრების უფლებას იმ უძრავ ნივთზე, რომლის საფუძველზეც მასზე გაცემულ იქნა კანონის მე-15 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა, ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელებისას იგი თავისუფლდება უძრავი ნივთის საბაზრო ღირებულების ხელახალი შეფასების წარდგენის ვალდებულებისგან. მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება, თუ უცხოელს შეუწყდება შესაბამის უძრავ ნივთზე საკუთრების უფლება.
8.საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაში, თუ ამ ნებართვის მქონე უცხოელი სააგენტოს არ წარუდგენს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან აღნიშნული ინფორმაციით უცხოელს არ უდასტურდება საქართველოში განხორციელებული სამეწარმეო საქმიანობიდან პირველი წლის განმავლობაში არანაკლებ 50 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, მეორე წლის განმავლობაში − არანაკლებ 100 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა, ხოლო მესამე, მეოთხე და მეხუთე წლების განმავლობაში − არანაკლებ 120 000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის წლიური ბრუნვა.
9.ინფორმაციული ტექნოლოგიების (IT) სფეროში დასაქმებული პირის დროებითი ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება იმ შემთხვევაშიც, თუ ამ ნებართვის მქონე პირი ფაქტობრივად არ იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე 183 დღეს ან 183 დღეზე მეტ ხანს ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში. საქართველოს ტერიტორიაზე აღნიშნული პირის ფაქტობრივად ყოფნის დროდ ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც იგი იმყოფებოდა საქართველოში, აგრეთვე დრო, რომლის განმავლობაშიც იგი სპეციალურად იყო გასული საქართველოს ფარგლების გარეთ სამკურნალოდ, რაც უნდა დასტურდებოდეს სამედიცინო ცნობით.
10.ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის საქართველოში ფაქტობრივად ყოფნის ვადის დასადგენად საჭირო ინფორმაციას სააგენტო იღებს ავტომატურად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან, შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.
11.ბინადრობის ნებართვის მიღების მიზნით განცხადების წარმდგენი უცხოელი ან ბინადრობის ნებართვის მქონე უცხოელი ვალდებულია, სააგენტოს დაუყოვნებლივ აცნობოს მობილური ტელეფონის ნომრის ან/და მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართის ცვლილების შესახებ ინფორმაცია. არასრულწლოვანი უცხოელის შემთხვევაში აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება არასრულწლოვანის კანონიერ წარმომადგენელს. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის დადგენილება №5 74- ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს მთავრობის 2019 წლის 30 ივლისის დადგენილება №352 - ვებგვერდი, 02.08.2019წ. საქართველოს მთავრობის 2021 წლის 11 მაისის დადგენილება №209 – ვებგვერდი, 11.05.2021წ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს დადგენილება №389 - ვებგვერდი, 29.08.2025წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 2 აპრილის დადგენილება №146 - ვებგვერდი, 03.04.2026წ. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 26 აგვისტოს დადგენილება №416 - ვებგვერდი, 27.08.2026წ.

