საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 13². სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის ზედამხედველობა და მონიტორინგი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით დამტკიცებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობასა და მონიტორინგს ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით ან სხვაგვარად.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესრულების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განხორციელების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

3.გაეროს მიერ დადგენილი სახიფათო ტვირთების საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით I კლასის სახიფათო ტვირთისა და VII კლასის სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, წერილობით, სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესის შესაბამისად უნდა ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 2003 – 1 მაი. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13¹6¹13³106³8⁴671289 (და…7 (და…6 (და…5113²
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საავტომობილო ტრანსპორტ…სახიფათო ნარჩენების შე…საქართველოს საჰაერო კო…რადიაციული დაცვის, ბირ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა