საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 13³. სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა მოიცავს სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვას ან/და სახიფათო ტვირთის შეფუთვას, დატვირთვას, გადმოტვირთვას ან/და დახარისხებას, ვალდებულია ჰყავდეს ერთი ან ერთზე მეტი სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი, გარდა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

2.სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი. ამ სერტიფიკატს გასცემს სააგენტო.

3.სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა პირის მიერ შესაბამისი სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სააგენტოში ჩაბარებული გამოცდის შედეგების საფუძველზე.

4.სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატი გაიცემა 5 წლის ვადით. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, 5 წლით, თუ სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტი აღნიშნული ვადის გასვლამდე 1 წლის განმავლობაში ხელახლა ჩააბარებს შესაბამის გამოცდას.

5.სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების, შესაბამისი გამოცდის ჩატარების, სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის გაცემის, განახლების, აღდგენის, მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, აგრეთვე სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სერტიფიკატის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

6.სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის აღიარების, შეჩერებისა და გაუქმების წესი და პირობები, რომლებიც მოიცავს აგრეთვე იმ მოთხოვნებს, რომლებსაც შესაბამისი სასწავლო კურსი უნდა აკმაყოფილებდეს, მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით.

7.სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს თავის მიერ აღიარებული სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის სწავლების განმახორციელებელი პირის სტატუსის მქონე პირის ინსპექტირება. ამ ინსპექტირების განხორციელების წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 29 აპრილის კანონი №508 – ვებგვერდი, 01.05.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №14 · ძალაშია 1 მაი. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 2003 – 1 მაი. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 1 მაი. 2025

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13²59¹13¹8⁴3695969955187 (და…1613³
მნიშვნელობით ახლოსსაავტომობილო ტრანსპორტ…საქართველოს სარკინიგზო…სახიფათო ნარჩენების შე…ნარჩენების მართვის კოდ…მეზღვაურთა განათლებისა…საზღვაო კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა