საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

მუხლი 8⁴. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაცია და პერიოდული გადამზადება

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 27 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭირო სწავლებასა და პერიოდულ გადამზადებას ახორციელებენ საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრი (შემდგომ − სასწავლო ცენტრი) და სააგენტო.

2.სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირებს საწყის კვალიფიკაციას ანიჭებს სააგენტო.

3.პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.

4.პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და მისი ფუნქციონირებისა და გაუქმების წესები განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

5.სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და  საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთა საწყისი კვალიფიკაციის (მათ შორის, ციფრული ტაქოგრაფის ბარათის აღებისთვის საჭირო კვალიფიკაციის) და პერიოდული გადამზადების სასწავლო პროგრამებს (მათ შორის, იმ პირთა წრეს, რომლებზედაც ვრცელდება ეს პროგრამები), აგრეთვე ტესტირების ჩატარებისა და პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი სერტიფიკატისა და ბარათის/მოწმობის ფორმებსა და გაცემის წესებს განსაზღვრავს სააგენტო. აღნიშნული პროგრამებითა და წესებით ხელმძღვანელობს ამ კანონის შესაბამისად შექმნილი სასწავლო ცენტრი. საქართველოს 2022 წლის 7 ივნისის კანონი №1616 – ვებგვერდი, 21.06.2022წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №37 · ძალაშია 21 ივნ. 2022-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 28 აპრ. 1995 – 21 ივნ. 2022 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
13³13²59¹10369456055117 (და…118⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…მეზღვაურთა განათლებისა…საავტომობილო ტრანსპორტ…სახიფათო ნარჩენების შე…სპეციალური პროფესიული …

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №42 · ბოლოს შემოწმდა