Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაქართველოს სარკინიგზო კოდექსიმუხლი 55

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 55. პრეტენზიის წარდგენის ვადები

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456

1.ადგილობრივი გადაზიდვისას რკინიგზას პრეტენზია შეიძლება წარედგინოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ვადებში, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვისას – „საერთაშორისო სარკინიგზო სატვირთო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებით განსაზღვრულ ვადაში.

2.პრეტენზიის წარდგენის ვადები გამოითვლება: ა) ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის დაზიანების, გაფუჭების ან დანაკლისის გამო – ტვირთის, ბარგის ან ტვირთ-ბარგის გაცემის დღიდან; ბ) ტვირთის დაკარგვის გამო – ტვირთის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ; გ) ბარგის, ტვირთ-ბარგის დაკარგვის გამო – ფიზიკურ პირთა ტვირთის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 30 დღის შემდეგ და იურიდიულ პირთა ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გასვლიდან 10 დღის შემდეგ; დ) ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის ადგილზე მიტანის ვადის გადაცილების გამო – ტვირთის, ბარგის, ტვირთ-ბარგის გაცემის დღიდან; ე) ვაგონით (კონტეინერით) სარგებლობის საფასურის დაბრუნებაზე – პრეტენზიის განმცხადებლის მიერ ამ საფასურის გადახდის დღიდან; ვ) ტვირთის გადაზიდვის განაცხადის შეუსრულებლობის გამო –საფასურის გადახდიდან 5 დღის შემდეგ; ზ) რკინიგზის მიერ ტვირთგამგზავნის (ტვირთმიმღების) ან სხვა საწარმოს (ორგანიზაციის და ა.შ.) კუთვნილი ან მათ სარგებლობაში არსებული ვაგონის (კონტეინერის) თვითნებური დაკავებით მიყენებული ზიანის გამო – ასეთი მოძრავი შემადგენლობით ტვირთის ადგილზე მიტანის ან მიწერის რკინიგზის სადგურში მისი დაბრუნების ვადის გასვლის შემდეგ; თ) გადაზიდვასთან დაკავშირებით წარმოშობილ სხვა შემთხვევაში – იმ მოვლენის დადგომის დღიდან, რომელიც პრეტენზიის წარდგენის საფუძველი გახდა.

3.რკინიგზა ვალდებულია განიხილოს პრეტენზია და მისი განხილვის შედეგები წერილობით შეატყობინოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღების დღიდან 2 თვის განმავლობაში. თუ რკინიგზა ცნობს პრეტენზიას, იგი ვალდებულია, პრეტენზიის ცნობის დღიდან 2 კვირის ვადაში აუნაზღაუროს განმცხადებელს ტვირთის გადაზიდვისას წარმოშობილი ზიანი ამ კოდექსის 46-ე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი ოდენობით.

4.იმ შემთხვევაში, თუ პრეტენზია წარმოდგენილია თანდართული არასრული დოკუმენტებით, იგი განმცხადებელს უნდა დაუბრუნდეს განხილვის გარეშე, 10 დღის ვადაში.

5.თუ რკინიგზამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ან უარყო პრეტენზია, პასუხში უნდა აღინიშნოს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი. ამ შემთხვევაში განმცხადებელს უბრუნდება პრეტენზიასთან ერთად წარმოდგენილი დოკუმენტები.

6.რკინიგზას უფლება აქვს, პრეტენზია წარუდგინოს ტვირთგამგზავნს (ტვირთმიმღებს) ან სხვა პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადებში.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 1 სექ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 54შემდეგი მუხლი 56

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №17

  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 53პრეტენზიის წარდგენა
  • 57სარჩელის წარდგენის წესი
  • 16ტვირთის გადაზიდვის დაგეგმვა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 698ცნება. შინაარსი
  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
  • 703ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთმანეთის მიმდევარი გადამზიდველებისაგან

საზღვაო კოდექსი

  • 364
  • 366
  • 369

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 211რკინიგზის ტრანსპორტის ორგანოები
  • 107რკინიგზის სატრანსპორტო საშუალებებით სარგებლობის წესების დარღვევა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 48საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5357162111073643663696986897034855
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საქართველოს სამოქალაქო…საზღვაო კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…უცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა 21 ოქტ. 2026