Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაზღვაო კოდექსიმუხლი 369

საზღვაო კოდექსი

მუხლი 369

რედაქცია №42 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026
თემები:საზღვაო გადაზიდვების სამართალისამშენებლო ხელშეკრულებები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს იურიდიული პირების მიმართ განსაზღვრულია სარჩელის ხანდაზმულობის ორწლიანი, ხოლო ფიზიკური პირების მიმართ – სამწლიანი ვადა. ეს ვადა აითვლება: ა) ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისათვის – ტვირთის გაცემის დღიდან, ხოლო თუ ტვირთი არ გაცემულა – იმ დღიდან, როცა იგი უნდა გაეცათ; ბ) ტვირთის გადაზიდვიდან გამომდინარე ჯარიმის ან პრემიის გადახდის მოთხოვნისას – იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც დაიწყო ან უნდა დაწყებულიყო გადაზიდვა. სტალიურ დროზე მეტი ხნით დაყოვნებისათვის ჯარიმის დარიცხვის მოთხოვნისას – იმ დღიდან, როცა გამგზავნმა ტვირთის გადამზიდავისაგან მიიღო ფულადი გადასახადის მოთხოვნის ასლი (ანგარიში) ჯარიმის დარიცხვის შესახებ; გ) გემის დროებით დაქირავების (დაფრახტვის), ბერბოუტ–ჩარტერის, გემის იპოთეკის, საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებთან, გემის კაპიტნის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში განხორციელებულ გარიგებისა და სალოცმანო მომსახურების, ასევე ამ კოდექსის 304-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით – გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან; დ) (ამოღებულია - 17.09.2019, №4944); ე) (ამოღებულია - 17.09.2019, №4944); ვ) გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე – შეჯახების დღიდან; ზ) ზღვაზე გადარჩენისათვის ჯილდოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე – მაშველი სამუშაოების დამთავრების დღიდან; თ) საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე – გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან.

2.ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პრეტენზია ტვირთის გადამტანს შეიძლება წაუყენონ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის პირველი ექვსი თვის განმავლობაში.

3.ტვირთის გადამტანი ვალდებულია განიხილოს წაყენებული პრეტენზია და მისი დაკმაყოფილების ან აცილების შესახებ აცნობოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში.

4.ტვირთის გადამტანისათვის პრეტენზიის წარდგენის დღიდან ხდება სარჩელის ხანდაზმულობის დროის შეჩერება პრეტენზიაზე პასუხის მიღებამდე ან პასუხის მიღების ვადის ამოწურვამდე.

5.მგზავრის გარდაცვალებით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ანდა მისი ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნისთვის სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხები განისაზღვრება „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

რედაქციების შედარება

1. საქართველოს იურიდიული პირების მიმართ განსაზღვრულია სარჩელის ხანდაზმულობის ორწლიანი, ხოლო ფიზიკური პირების მიმართ – სამწლიანი ვადა. ეს ვადა აითვლება: ა) ტვირთის გადაზიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნებისათვის – ტვირთის გაცემის დღიდან, ხოლო თუ ტვირთი არ გაცემულა – იმ დღიდან, როცა იგი უნდა გაეცათ; ბ) ტვირთის გადაზიდვიდან გამომდინარე ჯარიმის ან პრემიის გადახდის მოთხოვნისას – იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც დაიწყო ან უნდა დაწყებულიყო გადაზიდვა. სტალიურ დროზე მეტი ხნით დაყოვნებისათვის ჯარიმის დარიცხვის მოთხოვნისას – იმ დღიდან, როცა გამგზავნმა ტვირთის გადამზიდავისაგან მიიღო ფულადი გადასახადის მოთხოვნის ასლი (ანგარიში) ჯარიმის დარიცხვის შესახებ; გ) გემის დროებით დაქირავების (დაფრახტვის), ბერბოუტ–ჩარტერის, გემის იპოთეკის, საზღვაო ბუქსირზიდვის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნებთან, გემის კაპიტნის მიერ მისთვის კანონით მინიჭებული უფლებების ფარგლებში განხორციელებულ გარიგებისა და სალოცმანო მომსახურების, ასევე ამ კოდექსის 304-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებთან დაკავშირებით – გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან; დ) (ამოღებულიამგზავრთა -გადაყვანასთან 17.09.2019,დაკავშირებით №4944);– იმ დღიდან, როცა მგზავრმა დატოვა ან უნდა დაეტოვებინა გემი, ხოლო თუ მოთხოვნა წაყენებულია გადაყვანის დროს მგზავრის ჯანმრთელობის შერყევით, რამაც გამოიწვია სიკვდილი – მგზავრის გარდაცვალების დღიდან, მაგრამ არა უგვიანეს სამი წლისა მგზავრის მიერ გემის დატოვების დღიდან; ე) (ამოღებულიაბარგის -გადაზიდვასთან 17.09.2019,დაკავშირებით №4944);– იმ დღიდან, როცა გაიცა ან უნდა გაცემულიყო ბარგი; ვ) გემების შეჯახებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნებზე – შეჯახების დღიდან; ზ) ზღვაზე გადარჩენისათვის ჯილდოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე – მაშველი სამუშაოების დამთავრების დღიდან; თ) საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე – გასაჩივრების უფლების მიღების დღიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პრეტენზია ტვირთის გადამტანს შეიძლება წაუყენონ სარჩელის ხანდაზმულობის ვადის პირველი ექვსი თვის განმავლობაში. 3. ტვირთის გადამტანი ვალდებულია განიხილოს წაყენებული პრეტენზია და მისი დაკმაყოფილების ან აცილების შესახებ აცნობოს განმცხადებელს პრეტენზიის მიღებიდან სამი თვის განმავლობაში. 4. ტვირთის გადამტანისათვის პრეტენზიის წარდგენის დღიდან ხდება სარჩელის ხანდაზმულობის დროის შეჩერება პრეტენზიაზე პასუხის მიღებამდე ან პასუხის მიღების ვადის ამოწურვამდე. 5. მგზავრის გარდაცვალებით ან ჯანმრთელობის დაზიანებით ანდა მისი ბარგის დაკარგვით ან დაზიანებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული მოთხოვნისთვის სასარჩელო ხანდაზმულობის საკითხები განისაზღვრება „ზღვით მგზავრების გადაყვანისა და მათი ბარგის გადაზიდვის შესახებ“ 2002 წლის ათენის კონვენციით დადგენილი წესით. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4944 – ვებგვერდი, 01.10.2019წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 29 ნოე. 2019· გამოქვეყნდა 1 ოქტ. 2019
წინა მუხლი 368შემდეგი მუხლი 370

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • ტვირთის პრეტენზიები1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • პროექტის დაგვიანების სარჩელისერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

არმაზ ძირკვაძე

არმაზ ძირკვაძე

კომერციული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-06-23 · №42

1
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2019-10-01
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 304

მიუთითებენ მასზე

მუხლი 373

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

საზღვაო კოდექსი

  • 370—
  • 372—
  • 366—

საქართველოს საგადასახადო კოდექსი

  • 4ხანდაზმულობის ვადა
  • 122ზარალის გადატანის ვადის გაგრძელება

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 699გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა
  • 689ტვირთის დაკარგვის პრეზუმფცია
  • 129სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 90სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული საქმის სასამართლო წესით განხილვა
  • 92სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და საავიაციო სამუშაოების შესრულებასთან დაკავშირებული სარჩელის სასამართლო წესით განხილვა

ჩეკის შესახებ

  • 43ხანდაზმულობის ვადა

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

  • 7ხანდაზმულობის ვადა ზიანის ანაზღაურებისათვის

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
30437337037236643699689129909241227369
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაზღვაო კოდექსისაქართველოს საგადასახა…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს საჰაერო კო…ჩეკის შესახებპროდუქტის უსაფრთხოების…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 23 ივნ. 2026