საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

მუხლი 63⁴. მემანქანეთა პროფესიული სწავლება

რედაქცია №17 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მემანქანეთა პროფესიული სწავლება ხორციელდება სასწავლო ცენტრში სათანადო ნორმატიული აქტით განსაზღვრული მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობების შესაბამისად.

2.მემანქანეთა პროფესიული სწავლება უნდა შედგებოდეს მემანქანის მართვის მოწმობასა და მემანქანის სერტიფიკატთან დაკავშირებული სასწავლო მოდულებისგან. მემანქანეთა პროფესიული სწავლება მათი მეშვეობით ხორციელდება.

3.სასწავლო ცენტრმა უნდა უზრუნველყოს მემანქანეთა პროფესიული სწავლების ხელმისაწვდომობა სამართლიანობის ფარგლებში და დისკრიმინაციის გარეშე.

4.პირს სასწავლო ცენტრის სტატუსს ანიჭებს სააგენტო.

5.პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესები მტკიცდება სააგენტოს შესაბამისი ნორმატიული აქტით. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2998 – ვებგვერდი, 13.06.2023წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 1 იან. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 22 იან. 2003 – 1 იან. 2025 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁵63³63²952³52⁴605561961563⁴
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სარკინიგზო…საგზაო მოძრაობის შესახ…ჯანმრთელობის დაცვის შე…პროფესიული განათლების …საავტომობილო ტრანსპორტ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №17 · ბოლოს შემოწმდა