Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაჯანმრთელობის დაცვის შესახებმუხლი 52⁴

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

მუხლი 52⁴

რედაქცია №64 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026
თემები:პროფესიული ლიცენზირებატელემედიცინასამუშაო ნებართვებიჯანდაცვის ტრანზაქციები

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123459101112

1.უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება.

2.პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება პრაქტიკოსი ექთნის ან პრაქტიკოსი მეან-ექთნის სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება.

3.საექთნო ან მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის ან უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება.

4.საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ექთან-სპეციალისტის წოდება.

5.პირებს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონულ რეესტრში (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) აისახება. [ 6. პირს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება ენიჭება უნიფიცირებული სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] [ 7. პირს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება ენიჭება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2028 წლის 1 მარტიდან)] 8. პირებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება შესაბამისი მოწმობების გაცემით დასტურდება. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში აისახება.

9.უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

10.საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღო, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა აღნიშნული განათლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების შემდეგ, ამ კანონით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად.

11.საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება უცხოეთში მოიპოვა, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მოპოვებული საქმიანობის უფლების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აღიარების შემდეგ.

12.ექთნისა და მეან-ექთნის სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება და სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 დეკემბრის კანონი №1231 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. უმაღლესი საექთნო ან უმაღლესი მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება სახელმწიფო რეგისტრაციის დამადასტურებელი მოწმობის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება. 2. პროფესიული საექთნო ან პროფესიული მეან-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ენიჭება პრაქტიკოსი ექთნის ან პრაქტიკოსი მეან-ექთნის სახელმწიფო სერტიფიკატის მოპოვების საფუძველზე. ამ შემთხვევაში მას ენიჭება სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება. 3. საექთნო ან მეან-ექთნის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის ან უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება. 4. საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება ექთან-სპეციალისტის წოდება. 5. პირებს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება რეგისტრირებული ექთნის ან მეან-ექთნის და სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეან-ექთნის ელექტრონულ რეესტრში (შემდგომ − ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრი) აისახება. [ 6. პირს რეგისტრირებული ექთნის ან რეგისტრირებული მეან-ექთნის წოდება ენიჭება უნიფიცირებული სახელმწიფო სარეგისტრაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] [ 7. პირს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან სერტიფიცირებული პრაქტიკოსი მეან-ექთნის წოდება ენიჭება უნიფიცირებული სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების საფუძველზე. (ამოქმედდეს 2028 წლის 1 მარტიდან)] 8. პირებს ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ წოდებებს ანიჭებს საბჭო. პირებისთვის აღნიშნული წოდებების მინიჭება შესაბამისი მოწმობების გაცემით დასტურდება. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის შესახებ ინფორმაცია ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრში აისახება. 9. უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი ექთნის, უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკოსი მეან-ექთნისა და ექთან-სპეციალისტის მოწმობების ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. 10. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც საექთნო ან მეან-ექთნის განათლება უცხოეთში მიიღო, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა აღნიშნული განათლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარების შემდეგ, ამ კანონით განსაზღვრული წესისა და პირობების შესაბამისად. 11. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება უცხოეთში მოიპოვა, დამოუკიდებელი საექთნო საქმიანობის ან დამოუკიდებელი მეან-ექთნის საქმიანობის უფლება ეძლევა ამ კანონითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, სამინისტროს კომპეტენტური ორგანოს მიერ უცხოეთში მოპოვებული საქმიანობის უფლების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით აღიარების შემდეგ. 12. ექთნისა და მეან-ექთნის სერტიფიცირებისა და რეგისტრაციის წესი განისაზღვრება და სახელმწიფო სერტიფიკატისა და რეგისტრაციის მოწმობის ფორმები მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4042 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №117 - ვებგვერდი, 30.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 16 დეკემბრის კანონი №1231 – ვებგვერდი, 17.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს ზოგი ცვლილება უკვე მოქმედებდა, ზოგი ჯერ არა, და ამ მუხლის იმდროინდელ ტექსტს ზუსტად ვერ ვადგენთ.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 სექ. 2026 – 1 იან. 2030 ტექსტი უცნობია

  2. 31 დეკ. 1997 – 1 სექ. 2026 მუხლი კანონში არ იყო

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 52³შემდეგი მუხლი 52⁵

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • უცხოელი მედპერსონალის ლეგალიზაცია4 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექთნის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექიმის ლიცენზირება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • ექიმის ლიცენზის განაცხადი1 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

მორის გიგაური

მორის გიგაური

იურისტი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი
გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

დაუსვით კითხვაპროფილი
ნინო ლიპარტია

ნინო ლიპარტია

სამართლის დოქტორი, პროფესორი, ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: უფასო

დაუსვით კითხვაპროფილი
სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ალექსანდრე ხარატიშვილი

ალექსანდრე ხარატიშვილი

ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 10 ივნ. 2026 · №64

  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 52³
  • 154⁴
  • 154⁵

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 7საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებამიღებული პირისათვის დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება
  • 17უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლის ახალკურსდამთავრებული, დიპლომის მქონე პირის უფლებები
  • 12სახელმწიფო სერტიფიკატით გათვალისწინებულის გარდა სხვა საექიმო სპეციალობით (სპეციალობებით) დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლება

პროფესიული განათლების შესახებ

  • 16სწავლის შედეგების დადასტურება
  • 6პროფესიული განათლება

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 44²უკანონო სამედიცინო, საექიმო, საექთნო, მეან-ექთნის საქმიანობა (ამოქმედდეს 2027 წლის 1 ივლისიდან)]

უმაღლესი განათლების შესახებ

  • 50¹ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარება

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ

  • 4 (დანართი 2)მისანიჭებელი კვალიფიკაციები

საქართველოს სარკინიგზო კოდექსი

  • 63⁴მემანქანეთა პროფესიული სწავლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁴7171244²52³154⁴154⁵50¹4 (და…16652⁴
მნიშვნელობით ახლოსჯანმრთელობის დაცვის შე…საექიმო საქმიანობის შე…პროფესიული განათლების …საქართველოს ადმინისტრა…უმაღლესი განათლების შე…ეროვნული საკვალიფიკაცი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 10 ივნ. 2026 · რედაქცია №64 · ბოლოს შემოწმდა 27 ოქტ. 2026