საგზაო მოძრაობის შესახებ

მუხლი 60. მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება

რედაქცია №36 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა უფლება-მოვალეობები, საქმიანობის წესი, საქმიანობისათვის საჭირო მატერი­ა­ლ­ურ-­ტექნიკური ბაზა, მათი საქმიანობის კონტროლის განხორციელების წესი და ფორმები, აგრეთვე მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსის სასწავლო პროგრამები განისაზღვრება „მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულებებისა და ინსტრუქტორ-მასწავლებელთა საქმიანობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

2.მძღოლთა მოსამზადებელი დაწესებულება შესაძლებელია ახორციელებდეს მძღოლთა მომზადების თეორიული ან/და პრაქტიკული სწავლების კურსს. თუ პირმა მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში წარმატებით გაიარა მხოლოდ თეორიული ან პრაქტიკული სწავლების კურსი, მას უფლება აქვს, დარჩენილი სწავლების კურსის (თეორიულის ან პრაქტიკულის) გავლა გააგრძელოს იმ მძღოლთა მოსამზადებელ დაწესებულებაში, რომელიც ახორციელებს ამ სწავლების კურსით მომზადებას. გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამ კანონის 54-ე მუხლით განსაზღვრული კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მისაღებ გამოცდაზე პირი დაიშვება, თუ მან დადგენილი წესით წარმატებით გაიარა მძღოლთა მომზადების თეორიული და პრაქტიკული სწავლების სრული კურსი. საქართველოს 2015 წლის 29 აპრილის კანონი №3487 - ვებგვერდი, 14.05.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 14 მაი. 2015-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
63⁴63³8⁴61²7647²4443545561152860
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაგზაო მოძრაობის შესახ…საქართველოს სარკინიგზო…პროფესიული განათლების …უმაღლესი განათლების შე…საავტომობილო ტრანსპორტ…ზოგადი განათლების შესა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №36 · ბოლოს შემოწმდა