იარაღის შესახებ

მუხლი 4. სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო იარაღი არის იარაღი, რომელიც დაშვებულია სამოქალაქო ბრუნვაში და რომელსაც ფიზიკური პირი თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო ან ექსპონირების მიზნებისთვის, თეატრალურ წარმოდგენაში, კინოჩვენებაში, სატელევიზიო ჩვენებაში ან ისტორიულ რეკონსტრუქციაში, სიგნალის მისაწოდებლად ან ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით თევზჭერისთვის იყენებს.

2.სამოქალაქო იარაღის სახეებია: ა) თავდაცვის იარაღი; ბ) სპორტული იარაღი; გ) სანადირო იარაღი; გ 1 ) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა; დ) საკოლექციო იარაღი; ე) სასიგნალო იარაღი; ვ) ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი; ზ) კაჟიანი, ფითილიანი, კაფსულიანი ცეცხლსასროლი იარაღი. საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №75 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
9253124180¹181⁶1518²3426671554
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…თავდაცვის კოდექსისაქართველოს ადმინისტრა…სახელმწიფო დაცვის სპეც…დაცული ტერიტორიების სი…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა