Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 9

იარაღის შესახებ

მუხლი 9. სამსახურებრივ-საშტატო იარაღი

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123456789

1.სამსახურებრივ-საშტატოა იარაღი, რომლის ტარების უფლება აქვთ ამ მუხლით განსაზღვრულ პირებს მათ მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად.

2.სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს; ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ მოხელეებს; ბ 1 ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის უფლებამოსილ პირებს; ბ 2 ) ( ამოღებულია - 24.06.2025, №701 ); გ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ მოხელეებს; დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემის უფლებამოსილ პირებს; დ 1 ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს; ე) ( ამოღებულია - 26.06.2025, №768 ); ვ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფლებამოსილ მოხელეებს; ზ) პროკურორს, პროკურატურის გამომძიებელს და საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განსაზღვრულ საქართველოს პროკურატურის პროფესიულ საჯარო მოხელეს; თ) მოსამართლეებს; ი) სასამართლოს მანდატურებს; კ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებების უფლებამოსილ თანამშრომლებს; კ 1 ) ( ამოღებულ ია – 25.03.2013, №487) ; კ 2 ) (ამოღებულია - 22.12.2018, №4076) ; ლ) საქართველოს ეროვნული ბანკისა და საბანკო დაწესებულებების ინკასატორებსა და მოლარეებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; ლ 1 ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს ფოსტის“ უფლებამოსილ პირებს − სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ფულადი ან/და სხვა ფასეული საფოსტო გზავნილების გადატანის/გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას; მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით; ნ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმის წევრებს; ნ 1 ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ წევრს; ნ 2 ) ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ არჩეულ უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ წევრს; ო) საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს მთავრობის სხვა წევრს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობათა ხელმძღვანელებს; პ) (ამოღებულია - 31.10.2018, №3591) ; პ 1 ) ( ამოღებულია - 26.06.2025, №806 ); ჟ) (ამოღებულია - 31.05.2023, №3100) ; რ) (ამოღებულია - 07.12.2017, №1703) .

3.სამსახურებრივი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ თავდაცვისა და სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღებზე იარაღის ტარების უფლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნარჩუნდებათ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, მოსამართლეებს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებიც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ უწყვეტად უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში (გარდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის იმ წევრებისა, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით), ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ არჩეულ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებიც უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილებას ახორციელებდნენ უწყვეტად უფლებამოსილების ვადის ბოლო 4 წლის განმავლობაში (გარდა უმაღლესი საარჩევნო კომისიის იმ წევრებისა, რომელთა მიერ საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა დადასტურებულია კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით), აგრეთვე საქართველოს პროკურატურის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სისტემის თანამშრომლებს, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული აქვთ უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდებები ან უფროსი ოფიცრისა და უმაღლესი ოფიცრის სამხედრო წოდებები და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, და პირებს, რომლებსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მინიჭებული აქვთ მთავარი სერჟანტის სამხედრო წოდება და ჰქონდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი გადიან საქართველოს მოქალაქეობიდან, შედიან სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში, ახორციელებენ კერძო დაცვით საქმიანობას (მხოლოდ აღნიშნული საქმიანობის განხორციელების პერიოდში) ან/და დათხოვნილ იქნენ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის ან/და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების გამო.

4.სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება არ აქვს შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირს.

5.იმ თანამდებობის პირთა (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირებისა) ნუსხას, რომლებსაც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ, ამტკიცებს საქართველოს მთავრობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი წარდგინებით. ამ ნუსხაში შესატან ცვლილებებსა და დამატებებს საქართველოს მთავრობას წარუდგენს დაინტერესებული უწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით.

6.სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მინიჭებამდე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ის სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას შესაბამისი მოწმობის გაცემით ან სამსახურებრივ მოწმობაში სპეციალური აღნიშვნის შეტანით ადასტურებს, ვალდებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე, ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან/და ტოქსიკომანიით დაავადებულ პირთა ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან (შემდგომ − ერთიანი საინფორმაციო ბაზა). ამ პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო დაწესებულება უფლებამოსილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

7.თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას ადასტურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შესაბამისი ნებართვის გაცემით, იგი ვალდებულია პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად საჭირო მონაცემები მოიპოვოს ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა ერთიანი საინფორმაციო ბაზის საშუალებით გადაამოწმოს.

8.თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას ადასტურებს ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულება სათანადო მოწმობის გაცემით ან სამსახურებრივ მოწმობაში სპეციალური აღნიშვნის შეტანით, ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების წესი, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული მონაცემების შესახებ შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი, დგინდება ამ სახელმწიფო დაწესებულების სამართლებრივი აქტით.

9.თუ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლებას ადასტურებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო შესაბამისი ნებართვის გაცემით, ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებულ მონაცემებზე რეაგირების წესი, მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირისთვის ერთიანი საინფორმაციო ბაზიდან მოპოვებული მონაცემების შეტყობინების, იარაღის ჩამორთმევის ან/და იარაღის დაბრუნების წესი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1745 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.231 საქართველოს 2005 წლის 23 ივნისის კანონი №1769 - სსმ I, №36 11.07.2005 წ., მუხ.238 საქართველოს 2005 წლის 30 ივნისის კანონი №1848 - სსმ I, №41 19.07.2005 წ., მუხ.290 საქართველოს 2005 წლის 25 ნოემბრის კანონი №2132 - სსმ I, №53 19.12.2005 წ., მუხ.353 საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3166 - სსმ I, №19 01.06.2006 წ., მუხ.155 საქართველოს 2006 წლის 14 ივლისის კანონი №3454 - სსმ I, №29 26.07.2006 წ., მუხ.231 საქართველოს 2008 წლის 27 ივნისის კანონი №74 - სსმ I, №12 14.07.2008 წ., მუხ.96 საქართველოს 2008 წლის 15 ივლისის კანონი №227 - სსმ I, №17 28.07.2008 წ., მუხ.142 საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №539 - სსმ I, №34 04.12.2008 წ., მუხ.218 საქართველოს 2009 წლის 12 ივნისის კანონი №1184 - სსმ I, №12 29.06.2009 წ., მუხ.55 საქართველოს 2009 წლის 20 ნოემბრის კანონი №2112 - სსმ I, №40 07.12.2009 წ., მუხ.295 საქართველოს 2010 წლის 26 მარტის კანონი №2869 - სსმ I, №14 30.03.2010 წ., მუხ.92 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2988 - სსმ I, №24 10.05.2010 წ., მუხ.154 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3055 - სსმ I, №26 20.05.2010 წ., მუხ.175 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4401 -ვებგვერდი,17.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5201 - ვებგვერდი, 14.11.2011წ. საქართველოს 2012 წლის 22 ივნისის კანონი №6550 - ვებგვერდი, 29.06.2012წ. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №487 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 27 სექტემბრის კანონი №1360 – ვებგვერდი, 09.10.2013წ. საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1782 - ვებგვერდი, 28.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 2 მაისის კანონი №2356 - ვებგვერდი, 16.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3931 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი №4357 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №135 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1703 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2625 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3117 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3285 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3591 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3798 - ვებგვერდი, 13.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4076 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 22 დეკემბრის კანონი №4077 – ვებგვერდი, 28.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4244 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4243 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 2 აპრილის კანონი №4405 – ვებგვერდი, 08.04.2019წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4894 – ვებგვერდი, 28.06.2019წ. საქართველოს 2021 წლის 12 ივლისის კანონი №711 – ვებგვერდი, 14.07.2021წ. საქართველოს 2021 წლის 16 ნოემბრის კანონი №1016 – ვებგვერდი, 22.11.2021წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1325 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 4 მარტის კანონი №334 – ვებგვერდი, 06.03.2025წ. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №701 – ვებგვერდი, 25.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №768 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №829 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №806 – ვებგვერდი, 30.06.2025წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1143 – ვებგვერდი, 15.12.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №86 · ძალაშია 1 თებ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 თებ. 2026 – 1 მაი. 2026 ტექსტი უცნობია

  2. 27 ივნ. 2025 – 1 აგვ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 7

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 მაი. 2026· გამოქვეყნდა 15 დეკ. 2025
  2. 1 სექ. 2025· გამოქვეყნდა 30 ივნ. 2025
  3. 1 აგვ. 2025· გამოქვეყნდა 27 ივნ. 2025
  4. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
  5. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 10 აპრ. 2025
  6. 27 ივნ. 2025
  7. 6 მარ. 2025
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 8შემდეგი მუხლი 10

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №86

  • 7 ცვლილება · ბოლო 15 დეკ. 2025
  • ციტირებულია 10 მუხლი
  • 54 რედაქცია
  • 2 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 4ქალთა მიმართ ძალად… 4

მიუთითებენ მასზე

სალიცენზიო და სანე… 7მუხლი 19მუხლი 21მუხლი 27¹მუხლი 29მუხლი 35²საჯარო სამართლის ი… 3საჯარო სამართლის ი… 4ლიცენზიებისა და ნე… 24საქართველოს ადმინი… 24

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 10სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 24სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
  • 25სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარება
  • 26სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება
  • 12სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის მიერ ფიზიკური იძულების, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ

  • 9სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური უფლებამოსილება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
74192127¹2935²10242534424249
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებქალთა მიმართ ძალადობის…სალიცენზიო და სანებართ…საჯარო სამართლის იურიდ…ლიცენზიებისა და ნებართ…საქართველოს ადმინისტრა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა 24 ოქტ. 2026