Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკათავდაცვის კოდექსიმუხლი 155

თავდაცვის კოდექსი

მუხლი 155. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

რედაქცია №12 კონსოლიდირებული · 13 მაი. 2026
თემები:საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) ატაროს და გამოიყენოს სამხედრო-საბრძოლო იარაღი.

2.ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება.

3.ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ იარაღიდან გამიზნული გასროლა.

4.მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) სამინისტროს სისტემის დაცულ ობიექტზე პირის უნებართვო შეღწევისას; ბ) საკუთარი თავის ან/და სხვის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; დ) ძალადობრივი ქმედებისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული პირის გაქცევის აღსაკვეთად, რომლის გაქცევის შესახებ მოსამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი; ე) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი მოსამსახურეს წინააღმდეგობას უწევს; ვ) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოსაგერიებლად; ზ) საშიში ცხოველის თავდასხმისგან ადამიანის დასაცავად; თ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისთვის მის დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება მოსამსახურის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისთვის სროლისა.

5.პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება  − „სდექ, თორემ გესვრი!“, ხოლო შემდეგ უნდა განხორციელდეს გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს.

6.გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული თავდასხმისას, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ან დაპატიმრებული პირის გაქცევისას, რის შესახებაც მოსამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი; გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად  გადაჭრა შეუძლებელია.

7.პირის სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხის არსებობისას მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში.

8.მოსამსახურეს ეკრძალება პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილას, სადაც არსებობს სხვა პირის დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა.

9.მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს.

10.სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №698 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

რედაქციების შედარება

1. მოსამსახურეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში: ა) შეინახოს, ატაროს და გამოიყენოს სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) ატაროს და გამოიყენოს სამხედრო-საბრძოლო იარაღი. 2. ცეცხლსასროლი იარაღის პასიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად იარაღის დემონსტრირება. 3. ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებად ითვლება მოსამსახურის მიერ იარაღიდან გამიზნული გასროლა. 4. მოსამსახურეს უფლება აქვს, უკიდურესი ღონისძიების სახით გამოიყენოს ცეცხლსასროლი იარაღი: ა) სამინისტროს სისტემის დაცულ ობიექტზე პირის უნებართვო შეღწევისას; ბ) საკუთარი თავის ან/და სხვის დასაცავად, როდესაც საფრთხე ექმნება სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; გ) იმ პირის გასათავისუფლებლად, რომელსაც უკანონოდ აქვს აღკვეთილი თავისუფლება; დ) ძალადობრივი ქმედებისთვის ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული პირის გაქცევის აღსაკვეთად, რომლის გაქცევის შესახებ მოსამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი; ე) ძალადობრივი დანაშაულის აღსაკვეთად, თუ პირი მოსამსახურეს წინააღმდეგობას უწევს; ვ) დაცულ ობიექტზე, სახელმწიფო ორგანოზე ან/და საზოგადოებრივ ორგანიზაციაზე თავდასხმის მოსაგერიებლად; ზ) საშიში ცხოველის თავდასხმისგან ადამიანის დასაცავად; თ) სატრანსპორტო საშუალების გაჩერებისთვის მის დასაზიანებლად, თუ მძღოლის მოქმედება რეალურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და მძღოლი არ ემორჩილება მოსამსახურის არაერთგზის მოთხოვნას სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ, გარდა მოძრავი სატრანსპორტო საშუალებიდან მოძრავი სატრანსპორტო საშუალებისთვის სროლისა. 5. პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის აქტიურ გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს მისი გამოყენების შესახებ სიტყვიერი გაფრთხილება  − „სდექ, თორემ გესვრი!“, ხოლო შემდეგ უნდა განხორციელდეს გამაფრთხილებელი გასროლა. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამაფრთხილებელი გასროლა არ განხორციელდეს. 6. გაფრთხილების გარეშე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება შეიძლება: ა) შეიარაღებული თავდასხმისას, საბრძოლო ტექნიკით, ნებისმიერი სატრანსპორტო ან მექანიკური საშუალებით მოულოდნელი თავდასხმისას; ბ) სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის დაკავებული ან დაპატიმრებული პირის გაქცევისას, რის შესახებაც მოსამსახურისთვის წინასწარ იყო ცნობილი; გ) პირის მიერ შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევისას; დ) განგაშის სიგნალის მისაცემად ან დამხმარე ძალის გამოსაძახებლად; ე) ცეცხლსასროლი იარაღის წართმევის აღსაკვეთად; ვ) სასიკვდილოდ დაზიანებული ან დასნებოვნებული ცხოველის სიცოცხლის შესაწყვეტად, როდესაც ნათელია, რომ პრობლემის სხვაგვარად  გადაჭრა შეუძლებელია. 7. პირის სასიკვდილოდ დაჭრის საფრთხის არსებობისას მოსამსახურემ ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება გამოიყენოს მხოლოდ აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. 8. მოსამსახურეს ეკრძალება პირის მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება ისეთ ადგილას, სადაც არსებობს სხვა პირის დაშავების საფრთხე, აგრეთვე ცეცხლსაშიშ ან აფეთქებასაშიშ ადგილას, გარდა აუცილებელი მოგერიების ან/და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევისა. 9. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს, ხოლო თუ აღნიშნული იარაღის აქტიური გამოყენება მოხდა ამ მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არარსებობისას ან/და მისი გამოყენების შედეგად პირი დაზიანდა ან გარდაიცვალა, აგრეთვე − სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. [ 9. მოსამსახურე ვალდებულია ცეცხლსასროლი იარაღის აქტიური გამოყენების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს თავის უშუალო ხელმძღვანელსა და პროკურორს. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან)] 10. სამინისტროს მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შენახვის წესი მტკიცდება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №698 – ვებგვერდი, 25.06.2025წ.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 1 ივლ. 2025· გამოქვეყნდა 25 ივნ. 2025
წინა მუხლი 154შემდეგი მუხლი 156

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • იარაღის უკანონო შეძენა/შენახვა/ტარება (მუხლი 236)4 ვერიფიცირებული სპეციალისტი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი

თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-13 · №12

0
ციტირებულია მუხლი
1
ცვლილება
ბოლო 2025-06-25
3
რედაქცია
0
მითითება

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

თავდაცვის კოდექსი

  • 152იძულების ღონისძიება და მისი გამოყენების უფლება

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

პოლიციის შესახებ

  • 34ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

  • 60მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების ან/და გამოყენების უფლება

პენიტენციური კოდექსი

  • 64ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ

  • 23იარაღის გამოყენების უფლება

იარაღის შესახებ

  • 32იარაღით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 18იარაღის მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი
  • 26სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

სადაზვერვო საქმიანობის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1232182612231534266015264155
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სახელმწიფო…პოლიციის შესახებფინანსური პოლიციის შეს…სახელმწიფო დაცვის სპეც…სამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 13 მაი. 2026