Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაიარაღის შესახებმუხლი 12

იარაღის შესახებ

მუხლი 12. სამოქალაქო, სამსახურებრივ-საშტატო და ცივი იარაღის ბრუნვის შეზღუდვა

რედაქცია №86 კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.აკრძალულია, სამოქალაქო იარაღად და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა; ბ) კასტეტი და სხვა, მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები; გ) იარაღი და სხვა მოწყობილობა, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს; დ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება; ე) გრძელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; ვ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული (მათ შორის, გადაკეთებული) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი; ზ) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით; თ) იარაღი, რომლის მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება; ი) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო ტექნიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება; კ) თევზჭერის ელექტროიარაღი.

1¹.აკრძალულია, სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენებულ იქნეს: ა) საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს; ბ) საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი იარაღისთვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის; გ) მოწყობილობა, რომელიც სროლის ხმის დასახშობად გამოიყენება; დ) გაზის (აირის) იარაღისთვის განკუთვნილი, ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერება; ე) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელთა მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება ან/და რომლებიც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია.

2.აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე.

3.საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია მხოლოდ მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. აკრძალულია, სამოქალაქო იარაღად და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა; ბ) კასტეტი და სხვა, მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები; გ) იარაღი და სხვა მოწყობილობა, რომელთა მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს; დ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს არ შეესაბამება; ე) გრძელი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; ვ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული (მათ შორის, გადაკეთებული) ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი; ზ) გაზის (აირის) იარაღი, რომელიც აღჭურვილია ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებით; თ) იარაღი, რომლის მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება; ი) თევზმიმზიდი ელექტროშოკური მოწყობილობა, რომლის ტექნიკური მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სათანადო ტექნიკურ პარამეტრებს არ შეესაბამება; კ) თევზჭერის ელექტროიარაღი. 1 1 . აკრძალულია, სამოქალაქო იარაღისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისთვის გამოყენებულ იქნეს: ა) საბრძოლო მასალა, რომელსაც ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა აქვს; ბ) საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომლებიც განკუთვნილია ისეთი იარაღისთვის, რომელიც სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული არ არის; გ) მოწყობილობა, რომელიც სროლის ხმის დასახშობად გამოიყენება; დ) გაზის (აირის) იარაღისთვის განკუთვნილი, ნერვულ-პარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერება; ე) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელთა მახასიათებლები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს არ შეესაბამება ან/და რომლებიც სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებულია. 2. აკრძალულია ფიზიკურ პირთა მიერ ცივი და ცივი სასროლი იარაღის დამზადება და ტარება. ასეთი სახის იარაღის შეძენა, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და გადაგზავნა დაიშვება საქართველოს უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს სათანადო ნებართვის საფუძველზე. 3. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ფიზიკური პირის მიერ ტარება დასაშვებია მხოლოდ მათი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ. საქართველოს 2010 წლის 2 ივლისის კანონი №3285 - სსმ I, №38 16.07.2010 წ., მუხ.228 საქართველოს 2012 წლის 24 აპრილის კანონი №6058 - ვებგვერდი, 07.05.2012წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №3100 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4304 – ვებგვერდი, 09.07.2024წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №75 · ძალაშია 1 ოქტ. 2024-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 11შემდეგი მუხლი 13

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 დეკ. 2025 · №86

  • ციტირებულია 4 მუხლი
  • 11 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებენ მასზე

მუხლი 14მუხლი 19საჯარო სამართლის ი… 3საჯარო სამართლის ი… 4

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

იარაღის შესახებ

  • 5თავდაცვის იარაღი
  • 25იარაღის გამოყენება
  • 4სამოქალაქო იარაღის ცნება და სახეები

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

  • 182¹პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა ან პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ

  • 26ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

თავდაცვის კოდექსი

  • 155ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

  • 15ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

ცეცხლსასროლი იარაღის შესახებ

  • 24სამსახურებრივ-საშტატო იარაღი
  • 1ცეცხლსასროლი იარაღის ცნება, სახეობანი და დანიშნულება
  • 27სამსახურებრივ-საშტატო იარაღის დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გადაგზავნა

ფინანსური პოლიციის შესახებ

  • 12ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლება

დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ

  • 18²დაცულ ტერიტორიებზე სპეციალური საშუალებებისა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის გამოყენება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12141952542412734182¹152615512
მითითებამნიშვნელობით ახლოსიარაღის შესახებსაჯარო სამართლის იურიდ…საქართველოს ადმინისტრა…საქართველოს სახელმწიფო…თავდაცვის კოდექსისახელმწიფო დაცვის სპეც…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 დეკ. 2025 · რედაქცია №86 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026