შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 19. საერთაშორისო გაშვილება

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

ეს მუხლი ძალადაკარგულ აქტს ეკუთვნის

ძალის დაკარგვის თარიღი: .

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ .

2.უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ. ამ შემთხვევაში სააგენტო ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე სააგენტო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას.

3.ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადა შეამციროს სასამართლომ.

4.საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა.

5.საერთაშორისო გაშვილების საკითხებში კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის მათთან ინფორმაციას.

6.თუ რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანო, მაშინ მინისტრი ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას. სააგენტოს მიერ მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებს.

7.უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია რეესტრში.

8.უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გაშვილება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ბავშვის ბიოლოგიურ ოჯახში დაბრუნება ან მისი შვილად აყვანა საქართველოს მოქალაქის ან/და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ . 2. უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან შეუძლია იშვილოს რეესტრში აღრიცხვაზე მყოფი, გასაშვილებელი ბავშვის სტატუსის მქონე პირი, რომელიც რეესტრში აღრიცხვაზე აყვანიდან 8 თვეში ვერ აიყვანა შვილად საქართველოს მოქალაქემ. ამ შემთხვევაში სააგენტო ატარებს კვლევას, რომლის საფუძველზე მომზადებულ დასკვნაშიც უნდა აღინიშნოს მიზეზები, რომელთა გამოც საქართველოში ვერ მოინახა ამ ბავშვისათვის მშვილებელი. ჩატარებული კვლევის საფუძველზე სააგენტო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით იწყებს მისი უცხო ქვეყანაში გაშვილების პროცედურას. 3. ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ვადა შეამციროს სასამართლომ. 4. საქართველოდან უცხო ქვეყანაში ბავშვის გასაშვილებლად სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა, რისთვისაც საჭიროა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნა. 5. საერთაშორისო გაშვილების საკითხებში კომპეტენტური ორგანოა სააგენტო, რომელიც „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად უკავშირდება ხელშემკვრელ სახელმწიფოთა ანალოგიურ სამსახურებს და ცვლის მათთან ინფორმაციას. 6. თუ რომელიმე უცხო ქვეყანა არ არის ამ მუხლის მე-5 პუნქტში აღნიშნული კონვენციის ხელშემკვრელი მხარე ან/და მისი კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილი ორგანო, მაშინ მინისტრი ამტკიცებს მშვილებელი ქვეყნის ცენტრალურ ორგანოსთან (ასეთი ორგანოს არარსებობის შემთხვევაში – გასაშვილებელ ქვეყანაში ლიცენზირებულ ან/და აკრედიტებულ შესაბამის უფლებამოსილ ორგანიზაციასთან) დასადები სპეციალური ხელშეკრულების ფორმას. სააგენტოს მიერ მიმღები ქვეყნის შვილად აყვანის საქმეებზე უფლებამოსილ ორგანოსთან დადებული ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის კონვენციის, „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“ გაეროს კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებს. 7. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა შეიძლება, თუ მშვილებელი აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და აღრიცხულია რეესტრში. 8. უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანის ფაქტის შესახებ ინფორმაციას სააგენტო აწვდის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 19 ივნ. 2012-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 19 ივნ. 2012 – 26 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 24 მაი. 2017

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნინი ჩახუნაშვილი

ნინი ჩახუნაშვილი

სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაცია

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

თათია თოხაძე

თათია თოხაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი, დამატებითი სპეციალიზაცია - სამშენებლო სამართალი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ბავშვთა უფლებები

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
124412541255142145435949¹4483319
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საერთაშორისო კერძო სამ…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…უცხოელთა და მოქალაქეობ…სამოქალაქო აქტების შეს…