შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 24. შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები

რედაქცია №9კონსოლიდირებული · 4 მაი. 2017

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და ნათესავების წინაშე.

2.შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანის ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანის დროს ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობების შესაბამისად.

3.ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ბიოლოგიურ ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას.

4.ნაშვილების მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დადგება მიუხედავად იმისა, მიეთითება თუ არა მშვილებელი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მის მშობლად.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისაგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა (მშობლებისა) და ნათესავების წინაშე. 2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანის ან ერთ-ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანის დროს ბავშვი იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მშობლისა და შვილისათვის დადგენილი უფლება-მოვალეობების შესაბამისად. 3. ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ პირადი და ქონებრივი უფლება-მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ბიოლოგიურ ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას. 4. ნაშვილების მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგები დადგება მიუხედავად იმისა, მიეთითება თუ არა მშვილებელი ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში მის მშობლად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 31 დეკ. 2009-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
351126112541239521446444363696624
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…