შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 63. შვილად აყვანის სამართლებრივი შედეგები

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა ( ბიოლოგიური მშობლებისა) და წარმოშობით ნათესავების მიმართ.

2.შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას ან ერთ- ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანისას ნაშვილები იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი თ მშობლისა და შვილისთვის დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების შესაბამისად.

3.ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას.

4.საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში, როდესაც წარმოშობის სახელმწიფოში განხორციელებული შვილად აყვანის შედეგი არ არის ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის ბავშვის გაშვილებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, შვილად აყვანა შეიძლება ჩაითვალოს ზემოაღნიშნული შედეგის მქონედ, თუ: ა) საქართველოს სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) ბავშვის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა მის გაშვილებასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობაზე.

5.საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შემთხვევაში იგი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან ( ბიოლოგიურ მშობელთან) სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტს.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნაშვილები კარგავს ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისგან თავისი ბიოლოგიური მშობლისა ( ბიოლოგიური მშობლებისა) და წარმოშობით ნათესავების მიმართ. 2. შვილად აყვანის შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მეუღლეების მიერ ბავშვის შვილად აყვანისას ან ერთ- ერთი მეუღლის მიერ მეორე მეუღლის შვილის შვილად აყვანისას ნაშვილები იძენს მეუღლეთა ქორწინების საერთო შვილის სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი თ მშობლისა და შვილისთვის დადგენილი უფლებებისა და მოვალეობების შესაბამისად. 3. ნაშვილები და მისი შთამომავლობა მშვილებლისა და მის ნათესავთა მიმართ ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებებითა და მოვალეობებით უთანაბრდებიან შთამომავლობით ნათესავებს, ხოლო მშვილებელი და მისი ნათესავები – ნაშვილებსა და მის შთამომავლობას. 4. საერთაშორისო შვილად აყვანის შემთხვევაში, როდესაც წარმოშობის სახელმწიფოში განხორციელებული შვილად აყვანის შედეგი არ არის ბავშვსა და მის ბიოლოგიურ მშობლებს შორის ბავშვის გაშვილებამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, შვილად აყვანა შეიძლება ჩაითვალოს ზემოაღნიშნული შედეგის მქონედ, თუ: ა) საქართველოს სასამართლომ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება; ბ) ბავშვის ყველა კანონიერმა წარმომადგენელმა განაცხადა თანხმობა მის გაშვილებასა და ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობაზე. 5. საქართველოში მუდმივად მცხოვრები ბავშვის უცხო ქვეყანაში შვილად აყვანის შემთხვევაში იგი თავის ბიოლოგიურ მშობლებთან ( ბიოლოგიურ მშობელთან) სამართლებრივ ურთიერთობას წყვეტს.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №4 · ძალაშია 1 სექ. 2020-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
351126112541239521421464469666763
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…კონვენცია ბავშვის უფლე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა