შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 66. შვილად აყვანის გაუქმება

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

გურანდა გრიგოლიალაშა კაპანაძეირაკლი ღლონტი

1.ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე მისი შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) თუ მშვილებელი ( მშვილებლები) არ ასრულებს ( არ ასრულებენ) მისთვის ( მათთვის) დაკისრებულ მშობლის მოვალეობებს; ბ) მშვილებლის ( მშვილებლების) მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მშვილებლის ( მშვილებლების) და ნაშვილების თანაცხოვრება შეუძლებელია; გ) თუ ამას ითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნაშვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

2.შვილად აყვანის გაუქმების საქმის სასამართლო განხილვაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა სავალდებულოა.

3.სასამართლო შვილად აყვანას გააუქმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის მშვილებლის ოჯახში/ მშვილებელთან ყოფნის ხანგრძლივობას.

4.თუ ნაშვილები 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, შვილად აყვანის გაუქმება დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 10 წლამდე ასაკის ნაშვილების შემთხვევაში სასამართლო შვილად აყვანის გაუქმების პროცესისას მხედველობაში იღებს ნაშვილების აზრს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით.

5.აკრძალულია შვილად აყვანის გაუქმება ნაშვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის გაუქმებაზე თანხმობას აცხადებს ( აცხადებენ) მშვილებელი ( მშვილებლები), ნაშვილები და მისი ბიოლოგიური მშობელი ( ბიოლოგიური მშობლები).

6.თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლომ მიიღო, ეს შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველი– მე-5 პუნქტების შესაბამისად.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1279-20232024-06-0719
    კერძო საჩივარი (T4)

    შეუძლია თუ არა მხარეს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრება, როდესაც მისი სარჩელი და მოწინააღმდეგის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა?

    მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ითხოვდა შვილად აყვანის გაუქმებას, ხოლო მშვილებელი შეგებებული სარჩელით ითხოვდა მის ბათილად ცნობას. პირველი ინსტანციის სასამართლომ ორივე სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, ხოლო სააპელაციო სასამართლომ ორგანოს საჩივარი განუხილველად დატოვა. უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ საჩივარი მიმართული იყო სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტების წინააღმდეგ, რომლებითაც ორივე სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, და მისი განუხილველად დატოვება სათანადოდ არ იყო დასაბუთებული. სასამართლომ კერძო საჩივარი დააკმაყოფილა, სააპელაციო განჩინება გააუქმა და საქმე იმავე ეტაპზე დააბრუნა სსსკ 419-ე და 420-ე მუხლების საფუძველზე, სარჩელების საფუძვლიანობის შეფასების გარეშე.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. ბავშვის მიერ სრულწლოვანების მიღწევამდე მისი შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით: ა) თუ მშვილებელი ( მშვილებლები) არ ასრულებს ( არ ასრულებენ) მისთვის ( მათთვის) დაკისრებულ მშობლის მოვალეობებს; ბ) მშვილებლის ( მშვილებლების) მოთხოვნის შემთხვევაში, როდესაც მშვილებლის ( მშვილებლების) და ნაშვილების თანაცხოვრება შეუძლებელია; გ) თუ ამას ითხოვს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნაშვილების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 2. შვილად აყვანის გაუქმების საქმის სასამართლო განხილვაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მონაწილეობა სავალდებულოა. 3. სასამართლო შვილად აყვანას გააუქმებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ეს შეესაბამება ნაშვილების საუკეთესო ინტერესებს. სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის მშვილებლის ოჯახში/ მშვილებელთან ყოფნის ხანგრძლივობას. 4. თუ ნაშვილები 10 წლის ან 10 წელზე მეტი ასაკისაა, შვილად აყვანის გაუქმება დასაშვებია მხოლოდ მისი თანხმობით. 10 წლამდე ასაკის ნაშვილების შემთხვევაში სასამართლო შვილად აყვანის გაუქმების პროცესისას მხედველობაში იღებს ნაშვილების აზრს მისი ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიმწიფის ხარისხის გათვალისწინებით. 5. აკრძალულია შვილად აყვანის გაუქმება ნაშვილების მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შვილად აყვანის გაუქმებაზე თანხმობას აცხადებს ( აცხადებენ) მშვილებელი ( მშვილებლები), ნაშვილები და მისი ბიოლოგიური მშობელი ( ბიოლოგიური მშობლები). 6. თუ უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები ბავშვის საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ( პირის) მიერ შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლომ მიიღო, ეს შვილად აყვანა შეიძლება გაუქმდეს ამ მუხლის პირველი– მე-5 პუნქტების შესაბამისად.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ლაშა კაპანაძე

ლაშა კაპანაძე

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100-დან

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მარიამ სარიშვილი

მარიამ სარიშვილი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი // მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3503511255125612541444434667686966
მნიშვნელობით ახლოსშვილად აყვანისა და მინ…საქართველოს სამოქალაქო…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა