2.საბჭო იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.
3.საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
4.საბჭოს შემადგენლობაში შედიან:
ა) სამინისტროს წარმომადგენლები;
ბ) უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები;
გ) იმ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ სამედიცინო სამსახური;
დ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციათა წარმომადგენლები;
ე) საზოგადოებრიობის წარმომადგენლები;
ვ) სამედიცინო დაწესებულებათა წარმომადგენლები;
ზ) სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებათა წარმომადგენლები.
5.საბჭოს მუშაობა რეგულირდება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად.
6.საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
7.საბჭო:
ა) ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, გამოცდის ჩატარების წესს, გრაფიკსა და ადგილს;
ბ) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების და ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ქმნის საგამოცდო კომისიებს შესაბამის საექიმო სპეციალობებში;
გ) განიხილავს და ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს;
დ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების მექნიზმს.
ე) უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროცესების ორგანიზების, მართვისა და მონიტორინგის, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული საქმიანობის შესწავლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162
საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ
.
74
საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის
კანონი №3110 -
ვებგვერდი, 11.07.2018წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სახელმწიფო სერტიფიკატის გამცემი ორგანოა საბჭო.2. საბჭო იქმნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით.3. საბჭოს თავმჯდომარეა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:ა) სამინისტროს წარმომადგენლები;ბ) უმაღლეს სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებათა წარმომადგენლები;გ) იმ სახელმწიფო უწყებათა წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ სამედიცინო სამსახური;დ) ექიმთა პროფესიულ ასოციაციათა წარმომადგენლები;ე) საზოგადოებრიობის წარმომადგენლები;ვ) სამედიცინო დაწესებულებათა წარმომადგენლები;ზ) სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებათა წარმომადგენლები.5. საბჭოს მუშაობა რეგულირდება ამ კანონითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც შეიმუშავებს სამინისტრო ექიმთა პროფესიულ ასოციაციებთან ერთად.6. საბჭოს დებულებას ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.7. საბჭო:ა) ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის პროგრამას, გამოსაცდელის ცოდნის შეფასების კრიტერიუმებს, გამოცდის ჩატარების წესს, გრაფიკსა და ადგილს;ბ) სახელმწიფო აკრედიტაციის მქონე უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების და ექიმთა პროფესიული ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით ქმნის საგამოცდო კომისიებს შესაბამის საექიმო სპეციალობებში;გ) განიხილავს და ამტკიცებს სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს;დ) განსაზღვრავს უცხო ქვეყნის მოქალაქისათვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისათვის ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების განხორციელების მექნიზმს.ე) უზრუნველყოფს დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების), სერტიფიცირების, უწყვეტი სამედიცინო განათლებისა და პროფესიული განვითარების პროცესების ორგანიზების, მართვისა და მონიტორინგის, ასევე სამედიცინო პერსონალის პროფესიული საქმიანობის შესწავლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარებას.საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ.162საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5999 - სსმI, №9, 04.04.2008 წ., მუხ.74საქართველოს 2018 წლის 5 ივლისისკანონი №3110 -ვებგვერდი, 11.07.2018წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №20 · ძალაშია 1 ივლ. 2019-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
მე-20 მუხლში საბჭო იქმნება ახალი სახელწოდების მინისტრის ბრძანებით (სიტყვა „სამინისტროსთან“ ამოღებულია), ხოლო თავმჯდომარესა და დებულების დამმტკიცებელ მინისტრს დაემატა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა.
· გამოქვეყნდა 4 აპრ. 2008
პირველ პუნქტში საბჭოს სრული სახელწოდება და შემოკლების აღნიშვნა ამოღებულია; საბჭოს შემადგენლობას დაემატა სამედიცინო სამეცნიერო დაწესებულებათა წარმომადგენლები, ხოლო მე-7 პუნქტით საბჭოს დაემატა დიპლომისშემდგომი განათლებისა და სერტიფიცირების პროცესების მართვისა და მონიტორინგის ფუნქცია.
· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2005
20 მუხლის მე-5 პუნქტში საბჭოს დებულების სრული სახელწოდება შეიცვალა მითითებით „საბჭოს დებულება“, ხოლო მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში საგამოცდო კომისიებს საბჭო ქმნის სასწავლებლებისა და ასოციაციების რეკომენდაციების გათვალისწინებით.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…დასაქმების ხელშეწყობის…მეზღვაურთა განათლებისა…სამხედრო და ორმაგი დან…საჯარო სამსახურის შესა…სამედიცინო-სოციალური ე…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა