სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

მუხლი 8 (დანართი 1). სერტიფიკატის გაცემის წესი

რედაქცია №7 კონსოლიდირებული · 8 სექ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სერტიფიკატი არის კანონით განსაზღვრული პროდუქციის საბოლოო მოხმარების მიზნის დამადასტურებელი, საბოლოო მომხმარებელი ქვეყნის  და მომხმარებლის აღმნიშვნელი დოკუმენტი.

2.პროდუქციის საქართველოში იმპორტის დროს, სერტიფიკატის გაცემაზე უფლებამოსილ პირებს საქართველოში წარმოადგენენ: ა) პროდუქციის საბოლოო მომხმარებელი სამთავრობო დაწესებულება; ბ) იმპორტიორი, გარდა ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3.ექსპორტიორი ქვეყნის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2  პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაცემულ სერტიფიკატს ამოწმებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო - სამხედრო პროდუქციის შემთხვევაში.

4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის დამოწმების წინაპირობას წარმოადგენს კომისიის რეკომენდაცია.

5.ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრული პირები უფლებამოსილი არიან გასცენ ან/და დაამოწმონ ექსპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა, თუ სერტიფიკატი შეიცავს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას.

6.საქართველოდან ექსპორტის ნებართვის გაცემაზე უფლებამოსილ ორგანოში წარდგენილ უნდა იქნეს: ა) ამ დადგენილების პირველი მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი სერტიფიკატის ფორმა; ან ბ) იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი სერტიფიკატის ფორმა (რომელიც უნდა შეიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ინფორმაციას), თუ იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობა მხოლოდ ასეთი ფორმის სერტიფიკატს ითვალისწინებს.

7.სერტიფიკატის დამოწმების დროს სერტიფიკატზე უნდა დაისვას სერტიფიკატის დამოწმებაზე უფლებამოსილი ორგანოს ბეჭედი, უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა და დამოწმების თარიღი.

8.ამ მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით  გათვალისწინებულ შემთხვევაში, სერტიფიკატის ასლი გადაეცემა კომისიას, თუ სამთავრობო დაწესებულება იმავდროულად არ არის იმპორტიორი.

9.სერტიფიკატის დამოწმება არ წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ დაპირებას ან ვალდებულების აღებას მესამე პირის წინაშე. სერტიფიკატის დამოწმებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ გაეცნო სერტიფიკატში არსებულ ჩანაწერებს. საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის დადგენილება №432 - ვებგვერდი, 09.09.2026წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №7 · ძალაშია 10 სექ. 2026-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 17 მარ. 2015 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის ღონისძიებების განსაზღვრის შესახებ

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26²¹19209¹811¹9214 (და…716638 (დანართი 1)
მნიშვნელობით ახლოსსამხედრო და ორმაგი დან…სავალდებულო სერტიფიცირ…რადიაციული დაცვის, ბირ…საჯარო შესყიდვების შეს…ლიცენზიებისა და ნებართ…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №7 · ბოლოს შემოწმდა