Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 8

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 8. სერტიფიკატების გაცემა და რეგისტრაცია

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025
თემები:საავიაციო ლიცენზირებასაზოგადოებრივი ჯანმრთელობა

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:123455¹67

1.სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, თუ პირი აკმაყოფილებს ასაკის, განათლების, ნაოსნობის სტაჟის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წვრთნისა და კომპეტენციის შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

2.სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, თუ პირი წარმოადგენს შემდეგ საბუთებს: ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებით მხედველობისა და სმენის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, რომელიც გაცემულია შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ; გ) დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად; გ 1 ) აუცილებელი წვრთნის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად; გ 2 ) შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) ამ კანონის III თავით განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, იმ უფლებამოსილებათა, ფუნქციათა და პასუხისმგებლობათა დონეების გათვალისწინებით, რომელთა დადგენაც აუცილებელია სერტიფიკატის დადასტურებისთვის; ე) საქართველოს კანონმდებლობით ან კონვენციით გათვალისწინებულ სხვა საბუთებს.

3.სააგენტო ვალდებულია: ა) აწარმოოს კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითი შემადგენლობების კომპეტენციის ყველა სერტიფიკატის − გაცემულის, ვადაგასულის, ვადაგაგრძელებულის, შეჩერებულის, გაუქმებულის, დაკარგულის, განადგურებულის − აღრიცხვის რეესტრი, შესაბამისი გამონაკლისების მითითებით; ბ) ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; გ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემის თაობაზე ოფიციალურ თხოვნას უპასუხოს 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ სააგენტო ვერ ახერხებს ინფორმაციის გაცემას, იგი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დაინტერესებულ მხარეს აცნობოს დადგენილ ვადაში თხოვნის შეუსრულებლობის შესახებ, იმ დროის მითითებით, როდესაც მას ოფიციალურ პასუხს გაუგზავნის.

4.საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, იმ გემზე, რომელზედაც მსახურობს სერტიფიკატის მფლობელი, ხელმისაწვდომი იყოს ამ კანონით მოთხოვნილი ნებისმიერი სერტიფიკატის დედანი.

5.კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ნაოსნობის სტაჟში არ ჩაეთვლება: ა) საგემბანე განყოფილების მეზღვაურს: ა.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე; ა.ბ) (ამოღებულია - 17.09.2019, №4943); ა.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე; ა.დ) ნაოსნობა 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად; ა.ე) ნაოსნობა ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში; ა.ვ) ნაოსნობა მცურავ დოკზე და მცურავ ამწეზე; ა.ზ) შესაკეთებელი დგომა 1 თვეზე მეტი ხნით; ბ) გემის მექანიკოსს: ბ.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე; ბ.ბ) ნაოსნობა სპორტულ გემზე; ბ.გ) ნაოსნობა 750 კვტ ან 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად; ბ.დ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე; გ) ელექტროტექნიკოსს: გ.ა) ნაოსნობა არათვითმავალ გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 50 კვტ-ზე ნაკლებია; გ.ბ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე; გ.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე.

5¹.საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო განათლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6.სააგენტოში მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: სააგენტოში მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად.

7.სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ლოცმანად მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: ლოცმანად მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად, თუ ლოცმანს ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 120 (ას ოცი) სალოცმანო გაცილება, მათ შორის, ბოლო 12 თვის განმავლობაში − არანაკლებ 12 სალოცმანო გაცილება. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

რედაქციების შედარება

1. სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, თუ პირი აკმაყოფილებს ასაკის, განათლების, ნაოსნობის სტაჟის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წვრთნისა და კომპეტენციის შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, თუ პირი წარმოადგენს შემდეგ საბუთებს: ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებით მხედველობისა და სმენის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, რომელიც გაცემულია შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ; გ) დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად; გ 1 ) აუცილებელი წვრთნის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად; გ 2 ) შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) ამ კანონის III თავით განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, იმ უფლებამოსილებათა, ფუნქციათა და პასუხისმგებლობათა დონეების გათვალისწინებით, რომელთა დადგენაც აუცილებელია სერტიფიკატის დადასტურებისთვის; ე) საქართველოს კანონმდებლობით ან კონვენციით გათვალისწინებულ სხვა საბუთებს. 3. სააგენტო ვალდებულია: ა) აწარმოოს კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითი შემადგენლობების კომპეტენციის ყველა სერტიფიკატის − გაცემულის, ვადაგასულის, ვადაგაგრძელებულის, შეჩერებულის, გაუქმებულის, დაკარგულის, განადგურებულის − აღრიცხვის რეესტრი, შესაბამისი გამონაკლისების მითითებით; ბ) ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; გ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემის თაობაზე ოფიციალურ თხოვნას უპასუხოს 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ სააგენტო ვერ ახერხებს ინფორმაციის გაცემას, იგი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დაინტერესებულ მხარეს აცნობოს დადგენილ ვადაში თხოვნის შეუსრულებლობის შესახებ, იმ დროის მითითებით, როდესაც მას ოფიციალურ პასუხს გაუგზავნის. 4. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, იმ გემზე, რომელზედაც მსახურობს სერტიფიკატის მფლობელი, ხელმისაწვდომი იყოს ამ კანონით მოთხოვნილი ნებისმიერი სერტიფიკატის დედანი. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ნაოსნობის სტაჟში არ ჩაეთვლება: ა) საგემბანე განყოფილების მეზღვაურს: ა.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე; ა.ბ) (ამოღებულია - 17.09.2019, №4943); ა.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე; ა.დ) ნაოსნობა 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად; ა.ე) ნაოსნობა ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში; ა.ვ) ნაოსნობა მცურავ დოკზე და მცურავ ამწეზე; ა.ზ) შესაკეთებელი დგომა 1 თვეზე მეტი ხნით; ბ) გემის მექანიკოსს: ბ.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე; ბ.ბ) ნაოსნობა სპორტულ გემზე; ბ.გ) ნაოსნობა 750 კვტ ან 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად; ბ.დ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე; გ) ელექტროტექნიკოსს: გ.ა) ნაოსნობა არათვითმავალ გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 50 კვტ-ზე ნაკლებია; გ.ბ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე; გ.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე. 5 1 . საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მისკანონმდებლობის მიერშესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო განათლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.საფუძველზე. 6. სააგენტოში მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: სააგენტოში მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად. 7. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ლოცმანად მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: ლოცმანად მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად, თუ ლოცმანს ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 120 (ას ოცი) სალოცმანო გაცილება, მათ შორის, ბოლო 12 თვის განმავლობაში − არანაკლებ 12 სალოცმანო გაცილება. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 21 ნოე. 2022
  2. 1 ოქტ. 2019
  3. 26 ნოე. 2014
წინა მუხლი 7შემდეგი მუხლი 9

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პილოტის ლიცენზირებასერვისის გვერდი
  • ჰიგიენური სერტიფიკატისერვისის გვერდი

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტსყველა სპეციალისტი

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2025-11-12 · №11

0
ციტირებულია მუხლი
3
ცვლილება
ბოლო 2022-11-21
2
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 10

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 6მეზღვაურთა სერტიფიცირება
  • 9კომპეტენციის სერტიფიკატის დადასტურება
  • 5სააგენტოს და კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს ზოგადი პასუხისმგებლობანი და უფლებამოსილება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 3სააგენტოს კომპეტენცია
  • 6სერტიფიკატები
  • 7სერტიფიკატების შესაბამისობა

საზღვაო კოდექსი

  • 40—

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 21სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის საფუძველი
  • 18სერტიფიცირება

საჯარო შესყიდვების შესახებ

  • 16საჯარო შესყიდვის სპეციალისტების სერტიფიცირება

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 24—

საქართველოს საჰაერო კოდექსი

  • 30საავიაციო პერსონალზე მოწმობის გაცემა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
211840243010695367168
მითითებამნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…საზღვაო კოდექსისაექიმო საქმიანობის შე…საჯარო შესყიდვების შეს…ჯანმრთელობის დაცვის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025