Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკამეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებმუხლი 68

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

მუხლი 68. კანონის უკუქცევითი ძალა

რედაქცია №11 კონსოლიდირებული · 12 ნოე. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.მეზღვაურ ზე 2002 წლის 1 თებერვლამდე გაცემული სერტიფიკატი არ ექვემდებარება ამ კანონის შესაბამისად განახლებას, თუ შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელი არ წარმოადგენს დოკუმენტურ დასაბუთებას მის მიერ ისეთი დამატებითი წვრთნის გავლის თაობაზე, რომელიც შესაბამისი სერტიფიკატის გასაცემად მოითხოვება კონვენციის მიხედვით.

2.თუ იმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2014 წლის 14 ნოემბრამდე მიიღო მართვის დონის ან ექსპლუატაციის დონის შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საჭირო კომპეტენციის სერტიფიკატი/დიპლომი, ან/და იმ პირის კვალიფიკაცია, რომელმაც 2017 წლამდე მიიღო საზღვაო საშუალო პროფესიული კვალიფიკაცია ან/და საზღვაო დიპლომირებული სპეციალისტის კვალიფიკაცია, ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება, სააგენტო უფლებამოსილია განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი ან გასცეს ახალი კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ სათანადო პირის კომპეტენცია შეესაბამება კონვენციითა და STCW-ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, წვრთნასა და დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟთან დაკავშირებით. ამ პუნქტით გათვალისწინებული ახალი კომპეტენციის სერტიფიკატის გაცემის შესაბამისობას ადგენს სააგენტო წარმოდგენილი დოკუმენტური დასაბუთების შეფასებისა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის გზით.“;

3.პირს, რომელმაც 2012 წლის 1 თებერვლამდე მიიღო შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის განათლების დიპლომი, უფლება აქვს, მიიღოს სავახტო თანაშემწის/მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატი, თუ: ა) იგი არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) მას აქვს გემბანზე/სამანქანე განყოფილებაში რიგით შემადგენლობაში მუშაობის არანაკლებ 12 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი, მათ შორის, კაპიტნის, უფროსი მექანიკოსის, კაპიტნის სავახტო თანაშემწის ან მეორე მექანიკოსის ხელმძღვანელობით ხიდურაზე/სამანქანე განყოფილებაში ვახტზე დგომის არანაკლებ 6 თვის სტაჟი.

4.(ამოღებულია - 12.11.2025, №1060).

5.თუ უცხო ქვეყნის მოქალაქეს 2022 წლის 1 სექტემბრისთვის მიღებული ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მიერ გაცემული კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი, სწავლობდა საქართველოს საზღვაო-საგანმანათლებლო (სასწავლო) დაწესებულებაში შესაბამისი საზღვაო განათლების მისაღებად ან ჰქონდა ამ კანონის საფუძველზე  საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული შესაბამისი საზღვაო განათლება, მას უფლება აქვს, საქართველოში მიიღოს/განაახლოს კომპეტენციის სერტიფიკატი/კვალიფიკაციის სერტიფიკატი. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 11 დეკემბრის კანონი №4623 - ვებგვერდი, 23.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1060 – ვებგვერდი, 17.11.2025წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №11 · ძალაშია 17 ნოე. 2025-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 29 მაი. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 17 ნოე. 2025
  2. 21 ნოე. 2022
  3. 23 დეკ. 2015
  4. 26 ნოე. 2014
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 67შემდეგი მუხლი 69

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 12 ნოე. 2025 · №11

  • 4 ცვლილება · ბოლო 17 ნოე. 2025
  • 6 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 7მეზღვაურთა გამოცდა
  • 37მეზღვაურის სამედიცინო მომსახურების კვალიფიკაციის სერტიფიკატი
  • 6მეზღვაურთა სერტიფიცირება

მეთევზე-მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ

  • 38კომპეტენციის სერტიფიკატის მოქმედების ვადის დადასტურება
  • 40კომპეტენციის სერტიფიკატის ან სხვა სერტიფიკატის ჩამორთმევა და მისი მოქმედების ვადის დროებითი შეჩერება
  • 26სანაპირო ნაოსნობაში ჩართული 24 მეტრი ან მეტი სიგრძის თევზსაჭერი გემის შკიპერი

მეზღვაურთა შრომის შესახებ

  • 7წვრთნა და კომპეტენცია/კვალიფიკაცია
  • 28საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია

საზღვაო კოდექსი

  • 47

ჯანმრთელობის დაცვის შესახებ

  • 154⁴

საექიმო საქმიანობის შესახებ

  • 28სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდა

საგზაო მოძრაობის შესახებ

  • 62გარდამავალი დებულებანი

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
2847154⁴73763840266272868
მნიშვნელობით ახლოსმეზღვაურთა განათლებისა…მეთევზე-მეზღვაურთა გან…მეზღვაურთა შრომის შესა…საზღვაო კოდექსიჯანმრთელობის დაცვის შე…საექიმო საქმიანობის შე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 12 ნოე. 2025 · რედაქცია №11 · ბოლოს შემოწმდა 29 ოქტ. 2026