1.საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგები, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემები, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერები.
2.ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს არ გააცნოს ქმედუნარიან პაციენტს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ან შეზღუდოს მისი მოცულობა, ხოლო თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის გაცნობას, საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გააცნოს მას ეს ინფორმაცია.
3.დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მხოლოდ პაციენტის თანხმობით აქვს უფლება, გააცნოს ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.
საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3378 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია პაციენტს, ხოლო მისი მცირეწლოვანების ან მის მიერ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების შეუძლებლობის შემთხვევაში − პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს, პაციენტის მოთხოვნით, გააცნოს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის, დიაგნოსტიკური გამოკვლევების შედეგები, მკურნალობასა და მოვლასთან დაკავშირებული მონაცემები, სხვა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტის მიერ ჩატარებული კონსულტაციის ამსახველი ჩანაწერები.2. ამ კანონის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს არ გააცნოს ქმედუნარიან პაციენტს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაცია ან შეზღუდოს მისი მოცულობა, ხოლო თუ პაციენტი დაჟინებით მოითხოვს მის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული ინფორმაციის გაცნობას, საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია გააცნოს მას ეს ინფორმაცია.3. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს მხოლოდ პაციენტის თანხმობით აქვს უფლება, გააცნოს ქმედუნარიანი ან/და გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის მქონე პაციენტის ნათესავს ან კანონიერ წარმომადგენელს პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია.საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3378 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №14 · ძალაშია 1 აპრ. 2015-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
თორნიკე ჩიქოვანი - სისხლის სამართლის ადვოკატი თბილისში, საქართველოში და Chikovani Law Office-ის დამფუძნებელი. სისხლის სამართლის დაცვა, უცხოელი კლიენტების წარმომადგენლობა და საერთაშორისო საქმეები. GBA.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…პაციენტის უფლებების შე…არასრულწლოვანთა მართლმ…სამოქალაქო აქტების შეს…ფსიქიკური ჯანმრთელობის…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა