მუხლი 9. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მინიჭება იმ პირისათვის, რომელმაც ასეთი უფლება მიიღო ან დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა უცხო ქვეყანაში
1.საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, ამ კანონით დადგენილი წესით.
2.საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად, ამ კანონით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
3.სამინისტრო განსაზღვრავს:
ა) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე;
ბ) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ
.
162
საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ
.
323
ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა მიიღო ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე, ამ კანონით დადგენილი წესით.2. საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომელმაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი გაიარა ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ნუსხით გათვალისწინებულ ქვეყანაში, საქართველოში იმავე სპეციალობით (სპეციალობებით) სახელმწიფო სერტიფიკატი ეძლევა სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად, ამ კანონით დადგენილი წესით, მას შემდეგ, რაც დააკმაყოფილებს იმიგრაციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.3. სამინისტრო განსაზღვრავს:ა) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა მიერ გაცემული დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობით მის მფლობელს უფლება აქვს საქართველოში განახორციელოს დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობა შესაბამის სპეციალობაში (სპეციალობებში) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე;ბ) იმ ქვეყნების ნუსხას, რომელთა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის პროგრამა შეესაბამება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს.საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ.162საქართველოს 2005 წლის 10 ნოემბრის კანონი №2055 - სსმI, №48, 29.11.2005წ., მუხ.323
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №11 · ძალაშია 21 მარ. 2012-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
1 იან. 2006 – 1 აგვ. 2007ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 2
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
· გამოქვეყნდა 2 ივნ. 2005
მე-9 მუხლის მე-2 პუნქტსა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში რეზიდენტურის კურსი ჩანაცვლდა უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსით, ხოლო მე-2 პუნქტში სერტიფიკატის მიღებას დაემატა იმიგრაციის კანონმდებლობის მოთხოვნების დაკმაყოფილების პირობა.
· გამოქვეყნდა 29 ნოე. 2005
მე-2 პუნქტსა და მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში ტერმინი „უმაღლესისშემდგომი პროფესიული მზადების კურსი“ ჩანაცვლდა ტერმინით „დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსი“.
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაექიმო საქმიანობის შე…ჯანმრთელობის დაცვის შე…შრომითი მიგრაციის შესა…უმაღლესი განათლების შე…სააღსრულებო წარმოებათა…უცხოელთა და მოქალაქეობ…
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №33 · ბოლოს შემოწმდა