Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასაერთაშორისო დაცვის შესახებმუხლი 37

საერთაშორისო დაცვის შესახებ

მუხლი 37. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადები

რედაქცია №2 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567891011

1.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ჩვეულებრივი წესით განხილვისას სამინისტრო გადაწყვეტილებას იღებს მისი რეგისტრაციიდან 6 თვის ვადაში.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 9 თვით, თუ: ა) გამოვლინდა რთული ფაქტობრივი ან/და იურიდიული საკითხები, რომლებიც დამატებით შესწავლას საჭიროებს; ბ) სამინისტროში წარდგენილია დიდი რაოდენობით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რაც ართულებს შესაბამისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების 6 თვის ვადაში განხილვას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, შესაბამისი დასაბუთების არსებობისას ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვით, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ადეკვატურად და სრულყოფილად განსახილველად.

4.საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა შეიძლება გადავადდეს, თუ მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში განხილვა შეუძლებელია წარმოშობის ქვეყანაში დროებით გაურკვეველი მდგომარეობის არსებობის გამო. ამ შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია 6 თვეში ერთხელ შეისწავლოს წარმოშობის ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

5.ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 21 თვეს, რომელიც აითვლება საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციიდან.

6.ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტების საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში თავშესაფრის მაძიებელს ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით აცნობოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების/გადავადების თაობაზე.

7.ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების შემთხვევაში უფლებამოსილი თანამდებობის პირი ვალდებულია თავშესაფრის მაძიებელს აცნობოს აგრეთვე საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის გადავადების მიზეზი. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადების გაგრძელების შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის ვადის გაგრძელების მიზეზი ეცნობება მისი მოთხოვნის საფუძველზე.

8.საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაჩქარებული წესით განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში.

9.იმ პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა, განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მისი რეგისტრაციიდან 1 თვის ვადაში.

10.ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება საექსტრადიციო დოკუმენტაციის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

11.ამ კანონით გათვალისწინებული სპეციფიკური საჭიროების მქონე პირის მიერ წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადება, აგრეთვე საერთაშორისო დაცვაზე განცხადება ამავე კანონის მე-15 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული გარემოებების არსებობის აშკარა დასაბუთების შემთხვევაში პრიორიტეტულად განიხილება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 16 დეკ. 2025 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

წინა მუხლი 36შემდეგი მუხლი 38

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 25 ივნ. 2026 · №2

  • ციტირებულია 1 მუხლი
  • 1 რედაქცია
  • 1 მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 19

მიუთითებენ მასზე

მუხლი 32

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

საერთაშორისო დაცვის შესახებ

  • 48საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა
  • 42საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვა და შეფასება
  • 43საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და არსებითი მტკიცებულებების მოპოვება და შესწავლა

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი

  • 21¹¹⁶საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁵საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან, მინიჭებასთან, შეწყვეტასთან, გაუქმებასთან ან ჩამორთმევასთან, აგრეთვე დამატებითი დაცვის ან დროებითი დაცვის გაგრძელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტის წესი
  • 21¹¹⁴სასამართლოსთვის მიმართვა

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 16განცხადების განხილვის ვადა

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ

  • 9წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულების დადების თაობაზე

დიზაინის შესახებ

  • 18პროცედურული ვადების გაგრძელება და აღდგენა

უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ

  • 52¹საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვისას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოების განხორციელების წესი

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 183ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადა
  • 83დამატებითი ინფორმაციის წარდგენა. განცხადების განუხილველად დატოვება

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
1838321¹¹⁶21¹¹⁵21¹¹⁴9181652¹193248424337
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაერთაშორისო დაცვის შე…საქართველოს ადმინისტრა…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს საერთაშორი…დიზაინის შესახებუცხოელთა და მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 25 ივნ. 2026 · რედაქცია №2 · ბოლოს შემოწმდა 30 ოქტ. 2026