Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკასამოქალაქო აქტების შესახებმუხლი 26

სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 26. დაბადების რეგისტრაციისას ბავშვის მშობლების ჩაწერა

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:1234567

1.დაქორწინებული მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით და ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით.

2.მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 10 თვისა.

3.ქორწინებაში არმყოფი მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით.

4.თუ ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება.

5.ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის და დედის განცხადების საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები − მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე.

6.ქორწინების განმავლობაში შეძენილი ბავშვი არ ჩაითვლება დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად, თუ დაბადების რეგისტრაციისას წარდგენილი იქნება ბავშვის დედისა და მისი მეუღლის შესაბამისი განცხადება.

7.ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შემთხვევაში იმ მშობელს, რომლის განცხადების გარეშეც განხორციელდა დაბადების რეგისტრაცია, უფლება აქვს, იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო დაბადების რეგისტრაციის შესახებ, 1 წლის განმავლობაში სადავო გახადოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. თუ მონაცემების გასაჩივრების უფლების წარმოშობის დროისთვის ბავშვის მშობელი არასრულწლოვანია, გასაჩივრების ვადა აითვლება მის მიერ სრულწლოვანების მიღწევიდან. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაქორწინებული მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მეუღლეთა ერთობლივი განცხადებით ან ერთ-ერთი მეუღლის განცხადებით და ბავშვის დაბადებისა და მშობელთა ქორწინების დამადასტურებელი დოკუმენტებით. 2. მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 10 თვისა. 3. ქორწინებაში არმყოფი მშობლებისგან ბავშვის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 4. თუ ბავშვი შეეძინება დაუქორწინებელ დედას და არ არსებობს მშობელთა ერთობლივი განცხადება ან სასამართლოს გადაწყვეტილება მამობის დადგენის შესახებ, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები არ მიეთითება. 5. ქორწინებაში არმყოფი მშობლების შემთხვევაში დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის და დედის განცხადების საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები − მშობელთა ერთობლივი განცხადების საფუძველზე. თუ დაბადების რეგისტრაციის მომენტისთვის დედა გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება, დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში დედის შესახებ მონაცემები მიეთითება დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო მამის შესახებ მონაცემები – მამის განცხადების საფუძველზე. 6. ქორწინების განმავლობაში შეძენილი ბავშვი არ ჩაითვლება დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილად, თუ დაბადების რეგისტრაციისას წარდგენილი იქნება ბავშვის დედისა და მისი მეუღლის შესაბამისი განცხადება. 7. ქორწინებაში მყოფი ერთ-ერთი მშობლის განცხადების საფუძველზე ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შემთხვევაში იმ მშობელს, რომლის განცხადების გარეშეც განხორციელდა დაბადების რეგისტრაცია, უფლება აქვს, იმ დროიდან, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ან ცნობილი უნდა ყოფილიყო დაბადების რეგისტრაციის შესახებ, 1 წლის განმავლობაში სადავო გახადოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მითითებული მონაცემები. თუ მონაცემების გასაჩივრების უფლების წარმოშობის დროისთვის ბავშვის მშობელი არასრულწლოვანია, გასაჩივრების ვადა აითვლება მის მიერ სრულწლოვანების მიღწევიდან. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3347 - ვებგვერდი, 31.03.2015წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №23 · ძალაშია 7 მარ. 2019-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 1 აპრ. 2015· გამოქვეყნდა 31 მარ. 2015

    26-ე მუხლის მე-5 პუნქტში ქმედუუნაროდ ცნობილი დედის შემთხვევა ამოვიდა ჩამონათვალიდან და უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება სასამართლოს მიერ აღიარებად ჩამოყალიბდა; დაემატა „შესახებ“ და დაზუსტდა „დოკუმენტის“ ფორმა.

მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 25შემდეგი მუხლი 27

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 17 სექ. 2024 · №26

  • 1 ცვლილება · ბოლო 31 მარ. 2015
  • 4 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამოქალაქო აქტების შესახებ

  • 34მამობის დადგენის განსაკუთრებული წესი
  • 32მამობის დადგენის რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვის უფლებამოსილება
  • 37მამობის დადგენა დაბადების რეგისტრაციისას

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი

  • 1188შვილის წარმოშობის დადგენა მამის გარდაცვალებისას
  • 1190ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობის დადგენა
  • 1189დაქორწინებული მშობლებისაგან შვილის წარმოშობის დადასტურება

საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ

  • 50ბავშვის წარმოშობასთან დაკავშირებული სამართალურთიერთობები

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 12მშობლის ( მშობლების) თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე
  • 9გასაშვილებელი ბავშვი

შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

  • 6შვილად აყვანას დაქვემდებარებული პირი

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ

  • 12ბავშვის მოქალაქეობა, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა

კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ

  • 7

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11881190118912507634323712926
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საერთაშორისო კერძო სამ…შვილად აყვანისა და მინ…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს მოქალაქეობ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 17 სექ. 2024 · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026