სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 34. მამობის დადგენის განსაკუთრებული წესი

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები შეტანილია მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, მამობის დადგენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამობის დადგენის რეგისტრაცია განხორციელდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მამობის დადგენის რეგისტრაციის შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას შედგენილი მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამად მითითებულია პირი, რომელიც მისი ბიოლოგიური მამა არ არის, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია მამობის დადგენის რეგისტრაცია განახორციელოს დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში მშობლებად მითითებული პირებისა და ბიოლოგიური მამის ერთობლივი მოთხოვნით ან სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. თუ დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მამის მონაცემები შეტანილია მამობის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ან მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე, მამობის დადგენის რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მამობის დადგენის რეგისტრაცია განხორციელდა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესით მამობის დადგენის რეგისტრაციის შემთხვევაში ბავშვის დაბადების რეგისტრაციისას შედგენილი მამობის დადგენის სამოქალაქო აქტის ჩანაწერი ბათილად ჩაითვლება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
422¹1190118813095039323112629734
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს სამოქალაქო…შვილად აყვანისა და მინ…საქართველოს კანონი ოჯა…საქართველოს სამოქალაქო…საერთაშორისო კერძო სამ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა