შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ

მუხლი 12. მშობლის ( მშობლების) თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე

რედაქცია №9 კონსოლიდირებული · 23 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?· 6 ვერიფიცირებული სპეციალისტი · კონსულტაცია ₾50-დან

ლიზი ლომთაძეგიორგი ფანცულაიაგიორგი გუბელაძე

1.დაუშვებელია ბავშვის მშობლის ( მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის გარეშე გაშვილება.

2.მშობელმა ( მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა უნდა დაადასტუროს ( დაადასტურონ) სპეციალური ფორმით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი.

3.ბავშვის მშობლის ( მშობლების) თანხმობის გარეშე გაშვილება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სასამართლოს მიერ მშობელს ( მშობლებს) ჩამორთმეული აქვს ( აქვთ) მშობლის უფლება; ბ) სასამართლოს მიერ მშობელი ( მშობლები) უგზო- უკვლოდ დაკარგულად არის ( არიან) აღიარებული; გ) მშობელი ( მშობლები) გარდაცვლილია ( გარდაცვლილი არიან); დ) სასამართლოს მიერ ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად.

4.თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ გასაშვილებელი ბავშვის მიმართ დაწყებულია მამობის დადგენის პროცედურები, შვილად აყვანის პროცესი შეჩერდება. თუ მამობა არ დადგინდა, შვილად აყვანის პროცესი გაგრძელდება, ხოლო მამობის დადგენის შემთხვევაში შვილად აყვანის პროცესი შეწყდება.

5.თუ მშობელმა ( მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელმაც ( რომლებმაც) ნებაყოფლობით გასცა ( გასცეს) თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უარი განაცხადა ( განაცხადეს) ბავშვის გაშვილებაზე, შვილად აყვანის პროცესი შეწყდება.

6.ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა არ უნდა იყოს განპირობებული გასამრჯელოთი, ნებისმიერი მატერიალური ან/ და არამატერიალური ქონებრივი სიკეთით ( მათ შორის, მომსახურების მიღებით), იძულებით.

სამოქალაქო საქმეთა პალატა

უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ამ მუხლზე · 1

ყველა გადაწყვეტილება
  • №ას-1273-20182018-12-1458
    დაუშვებლობა (T5)

    რა პირობებშია სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები სავალდებულო საკასაციო სასამართლოსათვის?

    სოციალური მომსახურების სააგენტომ მოითხოვა არასრულწლოვანის იმ ოჯახიდან გამოყვანა, სადაც იგი დედის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე იმყოფებოდა. დავა შეეხებოდა დედის მიერ ბავშვის მიტოვებას, მინდობილობის სამართლებრივ საფუძველს და ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. უზენაესმა სასამართლომ დასაშვებობის შემოწმებისას მიუთითა, რომ საქმის მასალებით არ დგინდებოდა ბავშვის მიტოვება ან მისი მოპასუხესთან სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ყოფნა. საკასაციო საჩივარი სსსკ 391-ის საფუძველზე დაუშვებლად იქნა ცნობილი და არსებითად არ განხილულა.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. დაუშვებელია ბავშვის მშობლის ( მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) თანხმობის გარეშე გაშვილება. 2. მშობელმა ( მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში) ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა უნდა დაადასტუროს ( დაადასტურონ) სპეციალური ფორმით, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი. 3. ბავშვის მშობლის ( მშობლების) თანხმობის გარეშე გაშვილება დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც: ა) სასამართლოს მიერ მშობელს ( მშობლებს) ჩამორთმეული აქვს ( აქვთ) მშობლის უფლება; ბ) სასამართლოს მიერ მშობელი ( მშობლები) უგზო- უკვლოდ დაკარგულად არის ( არიან) აღიარებული; გ) მშობელი ( მშობლები) გარდაცვლილია ( გარდაცვლილი არიან); დ) სასამართლოს მიერ ბავშვი აღიარებულია მიტოვებულად. 4. თუ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსთვის ცნობილი გახდა, რომ გასაშვილებელი ბავშვის მიმართ დაწყებულია მამობის დადგენის პროცედურები, შვილად აყვანის პროცესი შეჩერდება. თუ მამობა არ დადგინდა, შვილად აყვანის პროცესი გაგრძელდება, ხოლო მამობის დადგენის შემთხვევაში შვილად აყვანის პროცესი შეწყდება. 5. თუ მშობელმა ( მშობლებმა) ან სხვა კანონიერმა წარმომადგენელმა ( ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელმაც ( რომლებმაც) ნებაყოფლობით გასცა ( გასცეს) თანხმობა ბავშვის გაშვილებაზე, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე უარი განაცხადა ( განაცხადეს) ბავშვის გაშვილებაზე, შვილად აყვანის პროცესი შეწყდება. 6. ბავშვის გაშვილებაზე თანხმობა არ უნდა იყოს განპირობებული გასამრჯელოთი, ნებისმიერი მატერიალური ან/ და არამატერიალური ქონებრივი სიკეთით ( მათ შორის, მომსახურების მიღებით), იძულებით.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №3 · ძალაშია 9 ოქტ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 9 ოქტ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

  2. … – 9 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ლიზი ლომთაძე

ლიზი ლომთაძე

სისხლის სამართლის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾50

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

გიორგი გუბელაძე

გიორგი გუბელაძე

ადვოკატი გიორგი გუბელაძე

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

აიჰან ჰასანლი

აიჰან ჰასანლი

ადვოკატი, მედიატორი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ელვინ შეირიევი

ელვინ შეირიევი

საერთო სპეციალიზაციის ადვოკატი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნესტან ანანიძე

ნესტან ანანიძე

სისხლის სამართლი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
3501255125412512147322692337512
მნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სამოქალაქო…შვილად აყვანისა და მინ…კონვენცია ბავშვის უფლე…საქართველოს სამოქალაქო…სამოქალაქო აქტების შეს…საქართველოს კანონი ოჯა…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №9 · ბოლოს შემოწმდა