ამ კანონის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სამოქალაქო აქტი − ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი: დაბადება, მამობის დადგენა, შვილად აყვანა, ქორწინება, განქორწინება, სახელის ან/და გვარის შეცვლა, გარდაცვალება; ბ) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი − ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს; ბ 1 ) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც შექმნილია მისი შექმნის დროს მოქმედი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მატერიალური ფორმით (ხელნაწერის სახით ან სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით) და რომელიც შექმნისას კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით დადასტურებული არ არის; ბ 2 ) სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერი − სამოქალაქო აქტის ჩანაწერი, რომელიც ელექტრონული ფორმით არსებობს (ელექტრონული დოკუმენტი) და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის დადასტურებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით; ბ 3 ) სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული ფოტოასლი − სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ფოტოასლი, რომელიც კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და შტამპით არის დადასტურებული; გ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია – სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ფიზიკური პირის ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით ამ კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის რეგისტრაცია; დ) სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა − უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას; ე) ცვლილება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული მონაცემის ახალი მონაცემით შეცვლა; ვ) შესწორება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასწორი მონაცემის სწორი მონაცემით შეცვლა; ზ) დამატება სამოქალაქო აქტის ჩანაწერში − სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არსებული არასრული მონაცემის შევსება; თ) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ბაზა – სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების ელექტრონული ჩანაწერების, სამოქალაქო აქტების მატერიალური ჩანაწერების ელექტრონული ფოტოასლებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა; ი) სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონული ბაზა – ელექტრონული ფორმით არსებული სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და სამოქალაქო აქტების ჩანაწერებში არსებული მონაცემების ერთობლიობა; კ) ბავშვი – პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაბადების, მამობის დადგენის ან შვილად აყვანის რეგისტრაცია; ლ) ლეგალიზაცია − სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის დადასტურება; მ) აპოსტილით დამოწმება – „ უცხოეთის ოფიციალური დოკუმენტების ლეგალიზაციის მოთხოვნის გაუქმების შესახებ “ ჰააგის 1961 წლის 5 ოქტომბრის კონვენციის საფუძველზე, სათანადო უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს მიერ საბუთზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობის, ხელმომწერი პირის უფლებამოსილების, ბეჭდის ან შტამპის ავთენტიკურობის სახელმწიფოებრივი დადასტურება გამარტივებული წესით. საქართველოს 2012 წლის 16 მარტის კანონი №5851 – ვებგვერდი, 23.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6317 – ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2482 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2021 წლის 30 მარტის კანონი №418 – ვებგვერდი, 13.04.2021წ.
მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი საკითხიცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
ტექსტი თარიღის მიხედვით
რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.
ამ დღეს მოქმედი ტექსტი
რედაქცია №25 · ძალაშია 1 ივნ. 2021-დან
ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.
ამ მუხლის ტექსტები დროში
19 ივნ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია
თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.
ამ მუხლის ისტორია· 3
ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა
შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.
- · გამოქვეყნდა 13 აპრ. 2021
მე-3 მუხლს დაემატა ჩანაწერის სამი ახალი სახის (ბ¹–ბ³) განმარტება, ხოლო „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებში მონაცემთა ბაზისა და ელექტრონული ბაზის განმარტებები ახლა ჩანაწერებისა და მათში არსებული მონაცემების ერთობლიობაზეა აგებული.
- · გამოქვეყნდა 29 მაი. 2014
მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში მონაცემთა ბაზის შემქმნელი სუბიექტების ჩამონათვალი შეიცვალა ზოგადი ფორმულირებით — სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები.
- · გამოქვეყნდა 23 მარ. 2012
მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტში მონაცემთა ბაზის განმარტებას ნოტარიუსები დაემატა სააგენტოსა და საკონსულო დაწესებულებებთან ერთად.
გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?
აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

