სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 84. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო აქტის ჩანაწერის (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამისი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

2.დაბადების ან გარდაცვალების ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

3.თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელ მონაცემებს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია.

4.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია, თუ: ა) მამობის დადგენის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი: ა.ა) ბავშვისა და მამის პირადი ნომრები (ასეთების არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) მამის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი; ა.გ) ბავშვის სახელი, გვარი (მამობის დადგენის რეგისტრაციამდე და მამობის დადგენის რეგისტრაციის შემდეგ) და დაბადების თარიღი; ა.დ) მამობის დადგენის რეგისტრაციის თარიღი; ბ) შვილად აყვანის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი: ბ.ა) მშვილებლისა და ნაშვილების პირადი ნომრები (ასეთების არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ) მშვილებლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი; ბ.გ) ნაშვილების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი (შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ); ბ.დ) ნაშვილების მშობლები (შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ); ბ.ე) შვილად აყვანის რეგისტრაციის თარიღი; გ) ქორწინების ან განქორწინების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი მეუღლის (მეუღლეთა): გ.ა) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.ბ) სახელი ან/და გვარი (ქორწინებამდე (განქორწინებამდე) და ქორწინების (განქორწინების) შემდეგ); გ.გ) დაბადების თარიღი; გ.დ) ქორწინების (განქორწინების) რეგისტრაციის თარიღი; დ) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი პირის: დ.ა) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ.ბ) სახელი ან/და გვარი – სახელის ან/და გვარის შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ; დ.გ) დაბადების თარიღი; დ.დ) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის თარიღი; დ.ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ორგანოს დასახელება.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამოქალაქო აქტის ჩანაწერის (დაბადებისა და გარდაცვალების სამოქალაქო აქტების ჩანაწერების გარდა) დაკარგვის ან განადგურების შემთხვევაში სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება შესაბამისი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 2. დაბადების ან გარდაცვალების ხელახალი რეგისტრაცია ხორციელდება დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე. 3. თუ ამ მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილება არ შეიცავს შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციისათვის აუცილებელ მონაცემებს, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია. 4. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო უფლებამოსილია არ განახორციელოს სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია, თუ: ა) მამობის დადგენის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი: ა.ა) ბავშვისა და მამის პირადი ნომრები (ასეთების არსებობის შემთხვევაში); ა.ბ) მამის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი; ა.გ) ბავშვის სახელი, გვარი (მამობის დადგენის რეგისტრაციამდე და მამობის დადგენის რეგისტრაციის შემდეგ) და დაბადების თარიღი; ა.დ) მამობის დადგენის რეგისტრაციის თარიღი; ბ) შვილად აყვანის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი: ბ.ა) მშვილებლისა და ნაშვილების პირადი ნომრები (ასეთების არსებობის შემთხვევაში); ბ.ბ) მშვილებლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი; ბ.გ) ნაშვილების სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი (შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ); ბ.დ) ნაშვილების მშობლები (შვილად აყვანამდე და შვილად აყვანის შემდეგ); ბ.ე) შვილად აყვანის რეგისტრაციის თარიღი; გ) ქორწინების ან განქორწინების რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი მეუღლის (მეუღლეთა): გ.ა) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ.ბ) სახელი ან/და გვარი (ქორწინებამდე (განქორწინებამდე) და ქორწინების (განქორწინების) შემდეგ); გ.გ) დაბადების თარიღი; გ.დ) ქორწინების (განქორწინების) რეგისტრაციის თარიღი; დ) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ გადაწყვეტილებით არ არის დადგენილი პირის: დ.ა) პირადი ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ.ბ) სახელი ან/და გვარი – სახელის ან/და გვარის შეცვლამდე და შეცვლის შემდეგ; დ.გ) დაბადების თარიღი; დ.დ) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის თარიღი; დ.ე) სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის ორგანოს დასახელება.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 28 დეკ. 2011-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26422¹3163121244206883887862784
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…შვილად აყვანისა და მინ…,,მეწარმეთა და არასამე…საქართველოს სამოქალაქო…უძრავ ნივთებზე უფლებათ…საჯარო რეესტრის შესახე…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა