სამოქალაქო აქტების შესახებ

მუხლი 83. სამოქალაქო აქტის ხელახალი რეგისტრაცია

რედაქცია №26 კონსოლიდირებული · 17 სექ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო სამოქალაქო აქტის ხელახალ რეგისტრაციას ახორციელებს, თუ: ა) სამოქალაქო აქტის ჩანაწერი დაკარგულია ან განადგურებულია და არსებობს უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ; ბ) საქართველოს მოქალაქის ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირის მიმართ სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებულია სამოქალაქო აქტი, რომლის რეგისტრაცია საქართველოში არ განხორციელებულა.

2.სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ რეგისტრირებული დაბადების და მამობის დადგენის სამოქალაქო აქტების ხელახალი რეგისტრაცია შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე საქართველოს მოქალაქის არასრულწლოვანი შვილის მიმართ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №26

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 1 ოქტ. 2018 – 1 დეკ. 2024 ტექსტი უცნობია

  2. 6 ივლ. 2018 – 1 ოქტ. 2018 ტექსტი უცნობია

  3. 1 იან. 2013 – 6 ივლ. 2018 ტექსტი უცნობია

  4. 19 ივნ. 2012 – 1 იან. 2013 ტექსტი უცნობია

  5. 28 დეკ. 2011 – 19 ივნ. 2012 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
26712442040¹688584784¹62783
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო აქტების შეს…სახელმწიფო სერვისების …საქართველოს კანონი ოჯა…საქართველოს სამოქალაქო…ნოტარიატის შესახებშვილად აყვანისა და მინ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №26 · ბოლოს შემოწმდა