Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიკომპანიებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

შექმნილია -ით საქართველოში

იტვირთება…
სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაარასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 10

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 10. სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება

რედაქცია №4 კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2007
თემები:სააღსრულებო საკითხებზე იურიდიული კონსულტაციაგასაჩივრება და სამართლებრივი დაცვა აღსრულებისასსააღსრულებო წარმოების წამოწყება და წარმართვაგასაჩივრება და მსჯავრდების შემდგომი დაცვაარაუზრუნველყოფილი მოთხოვნების ამოღებაკერძო აღმასრულებლის მეშვეობით აღსრულება

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678910

1.( ამოღებულია ).

2.თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება სასამართლოს მიერ დადგენილი იმ ვადის გასვლისას, რომლის განმავლობაშიც პირს აკრძალული ჰქონდა გარკვეული თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლება, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

3.საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

4.გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მთლიანად მოხდისას; ბ) გამასწორებელი სამუშაოს სხვა სახის სასჯელით შეცვლისას, აგრეთვე ამ სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლებისას.

5.მსჯავრდებულისათვის პირობითი მსჯავრის დაკისრების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასამართლოს მიერ დადგენილი გამოსაცდელი ვადის გასვლისას; ბ) სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და მსჯავრდებულისათვის ნასამართლობის მოხსნისას; გ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობითი მსჯავრი და უნდა აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი.

6.მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) სასჯელის მოუხდელი ნაწილის ვადის გასვლისას; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება პირობით ვადამდე გათავისუფლება და უნდა აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

7.ორსული ქალისათვის ან ქალისათვის, რომელსაც ჰყავს ხუთ წლამდე ასაკის შვილი, სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება მთავრდება: ა) იმ ვადის გასვლის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ გადაავადა სასჯელის აღსრულება; ბ) სამართლებრივი აქტის მიღებისას, რომლის მიხედვითაც უქმდება სასჯელის მოხდის გადავადება და მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად იგზავნება განაჩენით დანიშნულ ადგილას.

8.ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პრობაციის ოფიცერი სასამართლოს ატყობინებს იმ ვადის გასვლის შესახებ, რომლის განმავლობაშიც გადავადებული იყო სასჯელის აღსრულება.

9.კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება.

10.სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 12 მაი. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 1

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. 2 ივნ. 2003
მთელი კანონის ცვლილებების ქრონოლოგია
წინა მუხლი 9შემდეგი მუხლი 11

რას გთავაზობთ legal.ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

  • პირობით ვადამდე გათავისუფლება / "უდო" - ადვოკატი3 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • შრომითი დავიდან გამომდინარე ფინანსური მოთხოვნის აღსრულება1 ვერიფიცირებული სპეციალისტი
  • აღმასრულებლის ქმედების გასაჩივრებასერვისის გვერდი
  • აღსრულების საფასურის, ხარჯების და ვადების კალკულაციასერვისის გვერდი

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გიორგი ფანცულაია

გიორგი ფანცულაია

ადვოკატი, "გიორგი ფანცულაია და პარტნიორები"-ს დამფუძნებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

დაუსვით კითხვაპროფილი
ლექსო სვიმონიშვილი

ლექსო სვიმონიშვილი

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾250

დაუსვით კითხვაპროფილი

მარიამ ჯორბენაძე

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეზიალიზაციით

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დაუსვით კითხვაპროფილი
აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 19 ივნ. 2007 · №4

  • 1 ცვლილება · ბოლო 2 ივნ. 2003
  • 3 რედაქცია

ჩემი ჩანაწერები

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 5აღსრულების დაწყება და სააღსრულებო საქმე
  • 1კანონის გამოყენების სფერო
  • 15საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 23სააღსრულებო საქმის წარმოების დასრულება
  • 34სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს აღსრულების წესი
  • 18აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 34აღსრულების შეწყვეტა
  • 14¹⁵სააღსრულებო საქმიანობის უფლების შეჩერების ან სააღსრულებო საქმიანობის ლიცენზიის გაუქმების შემთხვევაში შეჩერებული საქმეების აღსრულების წესი
  • 36აღსრულების შეჩერება და მისი ვადები

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 285სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლება და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლა

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი

  • 72სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

  • 59საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
5115723414¹⁵362334185928510
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…სააღსრულებო წარმოებათა…არასაპატიმრო სასჯელთა …საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს სამოქალაქო…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, 19 ივნ. 2007 · რედაქცია №4 · ბოლოს შემოწმდა 26 ოქტ. 2026