Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკადანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებმუხლი 18

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 18. აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება

რედაქცია №43 კონსოლიდირებული · 28 მაი. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი
ნაწილები:12345678

1.აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი სააგენტოს ეგზავნება დაუყოვნებლივ, ამ სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლისთანავე.

2.თუ აღსასრულებელი სამართლებრივი აქტი ბუნდოვანია ან რაიმე უზუსტობას შეიცავს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ აქტის გაუგებარი ან არაზუსტი ნაწილის განმარტების თხოვნით მიმართავს აქტის მიმღებ (გამომცემ) ორგანოს.

3.პრობაციის ბიუროს უფროსი მიღებული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყებისა და დამთავრების შესახებ წერილობით, 5 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს ამ აქტის მიმღებ ორგანოს.

4.თუ მსჯავრდებული არ ცხოვრობს სასამართლოს მიერ მიღებულ სამართლებრივ აქტში მითითებულ მისამართზე ან ცხოვრობს ამ მისამართზე, მაგრამ თავს არიდებს პრობაციის ბიუროში გამოცხადებას, პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს აღნიშნული გარემოების დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის აქტის მიმღებ სასამართლოს.

5.მსჯავრდებულის ძებნის პროცესში საპრობაციო ვადის ათვლა ჩერდება.

6.მსჯავრდებული ვალდებულია აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 15 დღისა, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებიდან არაუგვიანეს 5 დღისა გამოცხადდეს ამ სამართლებრივ აქტში მითითებულ პრობაციის ბიუროში სამართლებრივი აქტის აღსრულების დაწყების, აღსასრულებელ სამართლებრივ აქტთან მიმართებით თავის უფლება-მოვალეობათა გაცნობისა და პრობაციის ბიუროს მიერ მის მიმართ შესაბამისი კონტროლის განხორციელების მიზნით. პრობაციის ოფიცერი პრობაციის ბიუროში გამოცხადებულ მსჯავრდებულს აცნობს მის უფლება-მოვალეობებს და მათი შეუსრულებლობის შესაძლო შედეგებს, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს.

7.თუ მსჯავრდებული ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ გამოცხადდა, პრობაციის ბიურო გააფრთხილებს მას. იგი ვალდებულია, გაფრთხილების მიღებიდან არა უგვიანეს ერთი კვირისა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში. გამოუცხადებლობა არის პრობაციის ბიუროს უფროსის მიერ ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „ვ“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წარდგინებებით სასამართლოსათვის მიმართვის საფუძველი.

8.პრობაციის ბიუროს მიერ მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გაფრთხილების ვალდებულება არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი (ფაქტობრივი ან იურიდიული მისამართი) საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. ის მსჯავრდებული, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, სამართლებრივი აქტის მიმღებმა/გამომცემმა ორგანომ წინასწარ უნდა გააფრთხილოს შესაბამის პრობაციის ბიუროში გამოუცხადებლობის შემთხვევაში ამ კანონით განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელების შესახებ. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის გაფრთხილების ფორმა და წესი, რომელსაც საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე არ აქვს ან რომლის საცხოვრებელი ადგილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ზემოაღნიშნულ შემთხვევაში შესაბამისი პრობაციის ბიუროს უფროსი სამართლებრივ აქტს მსჯავრდებულის ძებნის გამოსაცხადებლად უგზავნის ამ აქტის მიმღებ სასამართლოს. საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238 ​საქართველოს 2014 წლის 30 აპრილის კანონი №2324 - ვებგვერდი, 13.05.2014წ. საქართველოს 2015 წლის 1 მაისის კანონი №3525 - ვებგვერდი, 18.05.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №954 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

წინა მუხლი 17¹შემდეგი მუხლი 19

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია — დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

აღწერეთ თქვენი საკითხიგაუგზავნეთ საკითხი 1–3 თქვენ მიერ შერჩეულ ვერიფიცირებულ სპეციალისტს
ყველა სპეციალისტი
ტელეფონი+995 551 911 961

სტატუსი

მოქმედი

კონსოლიდირებული 2026-05-28 · №43

3
ციტირებულია მუხლი
0
ცვლილება
1
რედაქცია
1
მითითება

ჩემი ჩანაწერები

ციტირებები სხვა მუხლებში

მიუთითებს

მუხლი 21

მიუთითებენ მასზე

მუხლი 45²მუხლი 45⁴საქართველოს სისხლი… 282

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს — სხვა კანონებშიც

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 16აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და მისი აღსრულების კონტროლი
  • 27¹იურიდიული პირისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება
  • 19ოქმი

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

  • 4აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის განმარტება და მსჯავრდებულის გამოცხადება
  • 3აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის აღრიცხვა, განაწილება და კონტროლი მის აღსრულებაზე
  • 16გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ

  • 18³აღმასრულებლის მოქმედების გასაჩივრება აღსრულების ეროვნულ ბიუროში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი

  • 162ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი უფლებამოსილი ორგანო
  • 180ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების ვადა
  • 184ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისას

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი

  • 77არასაპატიმრო სასჯელის აღსრულება

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

  • 282მსჯავრდებულის ძებნა

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
431616218018418³2145²45⁴1627¹192827718
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს სისხლის სა…დანაშაულის პრევენციის,…არასაპატიმრო სასჯელთა …სააღსრულებო წარმოებათა…საქართველოს ზოგადი ადმ…არასრულწლოვანთა მართლმ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) — კონსოლიდირებული ვერსია, 28 მაი. 2026