არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 16. გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულება

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ სამართლებრივი აქტის აღსასრულებლად მიღების შემდეგ ან მსჯავრდებულის სხვა სამუშაო ადგილზე გადასვლისას, პრობაციის ოფიცერი მსჯავრდებულის სამუშაოს მიმცემს უგზავნის მოთხოვნას მსჯავრდებულის ხელფასიდან სასამართლოს მიერ დადგენილი პროცენტული ოდენობის შესაბამისი თანხის სახელმწიფო შემოსავალში დაქვითვის შესახებ.

2.სამუშაოს მიმცემისათვის გაგზავნილ მოთხოვნაში მითითებული უნდა იყოს სამართლებრივი აქტის შეუსრულებლობის ან მისი შესრულების ხელის შეშლისათვის მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ.

3.პრობაციის ოფიცერი აკონტროლებს სამუშაოს მიმცემის მიერ სახელმწიფო შემოსავალში მსჯავრდებულის ხელფასიდან თანხების დაქვითვის სისწორეს და შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში მასალებს უგზავნის პროკურატურის ორგანოს.

4.თუ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პროცესში სამუშაოს მიმცემის ინიციატივით გათავისუფლდა სამუშაოდან, პრობაციის ოფიცერი შესაბამის დასაქმების სამსახურს მიმართავს თხოვნით მსჯავრდებულის სამუშაო ადგილით უზრუნველყოფის შესახებ. არსებული სამუშაო ადგილის შეთავაზების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება მსჯავრდებულს.

5.თუ მსჯავრდებული ჯიუტად თავს არიდებს გამასწორებელ სამუშაოს, პრობაციის ბიუროს უფროსი ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოს მიმართავს წარდგინებით გამასწორებელი სამუშაოს სასჯელის სხვა სახით შეცვლის შესახებ. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82 საქართველოს 2005 წლის 20 აპრილის კანონი №1357 - სსმ I, №19, 28.04.2005 წ., მუხ.129 თავი III. მსჯავრდებულის მიმართ პრობაციის ღონისძიებების გამოყენების (პირობითი მსჯავრის დანიშვნის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოხდის გადავადების) შესახებ სამართლებრივი აქტის აღსრულების წესი საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №2 · ძალაშია 12 მაი. 2005-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 2

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

  1. · გამოქვეყნდა 28 აპრ. 2005

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

ირაკლი ღლონტი

ირაკლი ღლონტი

იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾300

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

ნიკა ზოიძე

ნიკა ზოიძე

სამოქალაქო სამართლის სპეციალისტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
4534383930430631282285160773116
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…საქართველოს ადმინისტრა…არასრულწლოვანთა მართლმ…საქართველოს სისხლის სა…პენიტენციური კოდექსი