პენიტენციური კოდექსი

მუხლი 31. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა

რედაქცია №8 კონსოლიდირებული · 25 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე სამსახურში უნდა იქნეს აღდგენილი.

2.მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.

3.სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ/გათავისუფლებულ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო.

4.მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან თანამდებობრივი გადაყვანის შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღდგენილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სამსახურში აღდგენაზე უარს ამბობს.

5.მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან თანამდებობრივ გადაყვანასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს. მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.

6.ამ კოდექსის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე სამსახურში აღდგენილი უნდა იქნეს პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში.

7.მოსამსახურე სამსახურში აღდგენილი უნდა იქნეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე მისი თანხმობით. თავი VII პენიტენციური დაწესებულებები

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → მოქმედი
1. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე სამსახურში უნდა იქნეს აღდგენილი. 2. მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, აგრეთვე გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ. 3. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილ/გათავისუფლებულ მოსამსახურეს უფლება აქვს, მოითხოვოს მისი სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს იძულებით გაცდენილი პერიოდისთვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო. 4. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან თანამდებობრივი გადაყვანის შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ უკანონოდ ცნობის შემთხვევაში მოსამსახურე სამსახურში დაუყოვნებლივ უნდა იქნეს აღდგენილი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი სამსახურში აღდგენაზე უარს ამბობს. 5. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან თანამდებობრივ გადაყვანასთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს. მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ სამსახურში აღდგენის   შემთხვევაში. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება. 6. ამ კოდექსის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე სამსახურში აღდგენილი უნდა იქნეს პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის შემთხვევაში. 7. მოსამსახურე სამსახურში აღდგენილი უნდა იქნეს ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას თანამდებობაზე მისი თანხმობით. თავი VII პენიტენციური დაწესებულებები

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

პირველადი რედაქცია · ძალაშია 26 დეკ. 2023-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

რას გთავაზობთ Legal.Ge ამ მუხლთან დაკავშირებით

სერვისები, რომლებიც ამ მუხლს ეხება

სპეციალისტები ამ სფეროში

ეს ვერიფიცირებული სპეციალისტები მუშაობენ ამ მუხლთან დაკავშირებულ სამართლებრივ სფეროში.

გურანდა გრიგოლია

გურანდა გრიგოლია

ადვოკატი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾200

ნუგზარ მოსიძე

ნუგზარ მოსიძე

ადვოკატი, იურიდიული ფირმა Legalis-ლიგალის-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი, ბავშთა უფლებათა სპეციალისტი, კორპორატიული იურისტი

დამოუკიდებელი ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

დავით ელისაბედაშვილი

დავით ელისაბედაშვილი

კერძო აღმასრულებელი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ₾100

სალომე ოსეფაშვილი

სალომე ოსეფაშვილი

ადვოკატი სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, განათლების სამართლის ექსპერტი

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

სალომე კობერიძე

სალომე კობერიძე

კომპანია ვერიფიცირებული

კონსულტაცია: ფასი შეთანხმებით

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
11¹³11²⁴11¹⁶32403152598630291831
მნიშვნელობით ახლოსსამოქალაქო უსაფრთხოები…პენიტენციური კოდექსისაქართველოს სახელმწიფო…დანაშაულის პრევენციის,…თავდაცვის კოდექსი

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №8 · ბოლოს შემოწმდა