არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ

მუხლი 17. პრობაციის ოფიცრისა და პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკის უფლებამოსილებანი სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიებათა გამოყენებისას

რედაქცია №4კონსოლიდირებული · 19 ივნ. 2007

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.პრობაციის ოფიცერი ამ კანონის პირველი მუხლის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების აღსრულების პროცესში პრობაციის ღონისძიების გამოყენების შესახებ: ა) აკონტროლებს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; ბ) აკონტროლებს მსჯავრდებულის ყოფაქცევას და უწევს მას დახმარებას; გ) ატარებს მსჯავრდებულთან აღმზრდელობითი ხასიათის ღონისძიებებს; დ) შეძლებისდაგვარად ეხმარება მას შრომით მოწყობაში; ე) ახორციელებს სხვა ღონისძიებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულის რესოციალიზაციას, რისთვისაც, საჭიროების შემთხვევაში, ამყარებს საქმიან ურთიერთობებს ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებთან, სხვა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან.

2.პრობაციის ოფიცერს სასამართლოს მიერ მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულების დროს, მისი ყოფაქცევის კონტროლის განხორციელებისას უფლება აქვს: ა) პერიოდულად დაიბაროს მსჯავრდებული და ჩამოართვას მას ახსნა–განმარტება; ბ) მიიღოს ინფორმაცია მსჯავრდებულის ყოფაქცევის შესახებ მისი ნათესავებისაგან, ნაცნობებისაგან, სამუშაო ადგილიდან და სასწავლო დაწესებულებიდან; გ) გამოითხოვოს მსჯავრდებულის შესახებ არსებული ინფორმაცია სახელმწიფო და შესაბამისი სამკურნალო დაწესებულებებიდან.

3.ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებები შეიძლება აგრეთვე განახორციელოს სოციალურმა დაწესებულებამ (ან ცალკეულმა პირმა) პრობაციის დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, აგრეთვე, პენიტენციური სისტემის სოციალური სამსახურის მუშაკმა. სოციალური მუშაკი, როგორც წესი, უნდა იყოს უმაღლესი სამედიცინო, ფსიქოლოგიური, სოციოლოგიური ან პედაგოგიური განათლების მქონე პირი. საქართველოს 2003 წლის 7 მაისის  კანონი № 2157 - სსმ I, №13, 02.06.2003 წ., მუხ.82

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №1 · ძალაშია 2 ივნ. 2003-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
6613154016¹9771252261521017
მნიშვნელობით ახლოსდანაშაულის პრევენციის,…საქართველოს სისხლის სა…სოციალური მუშაობის შეს…ოპერატიულ-სამძებრო საქ…პროკურატურის შესახებპენიტენციური კოდექსი