მუზეუმების შესახებ

მუხლი 22. სამუზეუმო ექსპონატის აღრიცხვა

რედაქცია №10 კონსოლიდირებული · 12 დეკ. 2024

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

1.სამუზეუმო ექსპონატი აღირიცხება დადგენილი წესით.

2.სამუზეუმო ექსპონატი არ ექვემდებარება საბუღალტრო აღრიცხვას.

3.მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციაა: ა) ძირითად შემოსულობათა საინვენტარო წიგნი; ბ) მუზეუმის საინვენტარო წიგნი; გ) სამეცნიერო-დამხმარე წიგნი; დ) დროებით შემოსულობათა საინვენტარო წიგნი; ე) ძვირფასეულობის შემცველი სამუზეუმო ექსპონატის აღრიცხვის სპეციალური წიგნი; ვ) სამუზეუმო ექსპონატის მიღება-ჩაბარების აქტი; ზ) სამუზეუმო ექსპონატის სამეცნიერო პასპორტი.

4.მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმებს ამტკიცებს სამინისტრო.

5.მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის განადგურება ან გაყალბება ისჯება კანონით.

6.მუზეუმის ძირითადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის გარდა მუზეუმში არსებობს დამატებით სამუშაოთა დოკუმენტაცია, მათ შორის: ა) სამუზეუმო ნივთის შესყიდვის დეტალური აღრიცხვის დოკუმენტი; ბ) სამეცნიერო მასალა – კატალოგები, ბიბლიოგრაფია, სამეცნიერო-კვლევითი მასალა და სხვა; გ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული ინსტრუქცია სამუზეუმო სამუშაოთა წარმართვის შესახებ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1625 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3045 - ვებგვერდი, 11.07.2018 წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №377 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი V. საქართველოს სამუზეუმო ფონდი

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №6 · ძალაშია 18 მარ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. … – 8 ოქტ. 2013 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 3

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. 22-ე მუხლის მე-4 პუნქტსა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში ძველი სამინისტროს სრული სახელწოდება შეცვლილია სიტყვით „სამინისტრო“.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
24262016211366130 (დ…29 (დ…28 (დ…28 (დ…27 (დ…22
მნიშვნელობით ახლოსმუზეუმების შესახებკულტურული მემკვიდრეობი…საქართველოს საგადასახა…მიმდინარე კონტროლის პრ…გადასახადების ადმინისტ…ეროვნული საარქივო ფონდ…

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №10 · ბოლოს შემოწმდა