კულტურული მემკვიდრეობის შესახებ

მუხლი 16. კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების სახელმწიფო აღრიცხვა და სააღრიცხვო დოკუმენტაცია

რედაქცია №23 კონსოლიდირებული · 10 ივნ. 2026

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.კულტურული მემკვიდრეობის უძრავი და მოძრავი ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება ძეგლების სახელმწიფო რეესტრი, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია, სააღრიცხვო ბარათი და ძეგლის პასპორტი. არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვისა და იდენტიფიკაციის მიზნით იქმნება არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სია და სახელმწიფო რეესტრი.

2.ძეგლების სახელმწიფო რეესტრსა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიას აწარმოებს სამინისტრო.

3.სააღრიცხვო ბარათი არის ძეგლის ან კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტი.

4.კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის ძეგლების სახელმწიფო რეესტრში შეტანის შემდეგ სამინისტრო უფლებამოსილია შეადგინოს ძეგლის პასპორტი. ძეგლის პასპორტი არის მინისტრის სამართლებრივი აქტით დამტკიცებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ძეგლთან დაკავშირებულ სამეცნიერო-კვლევით ინფორმაციას.

5.ახალი ცნობების მოკვლევის ან გარემოებათა ცვლილების შემთხვევაში სააღრიცხვო დოკუმენტაცია განახლდება.

6.სააღრიცხვო დოკუმენტაციის ფორმები და მათი შევსების წესი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით. საქართველოს 2008 წლის 21 ნოემბრის კანონი №528 - სსმ I, № 34, 04.12.2008წ., მუხ.212 საქართველოს 2010 წლის 26ოქტომბრის კანონი №3740 - სსმ I,  №62, 05.11.2010 წ., მუხ.380

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №17 · ძალაშია 9 დეკ. 2021-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

ამ მუხლის ისტორია· 4

ცვლილებები, რომლებიც ამ მუხლმა გაიარა

შენიშვნები ცვლილების აქტის ტექსტიდან ავტომატურად არის შედგენილი და შესაძლოა უზუსტობას შეიცავდეს.

  1. მე-3 პუნქტში სააღრიცხვო ბარათის განმარტებიდან ამოღებულია მისი, როგორც მთავრობის ან მინისტრის ინდივიდუალური აქტის დანართის, დახასიათება; დარჩა იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი ზოგადი ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის განმარტება.

  2. მე-3 პუნქტში სააღრიცხვო ბარათის დანართობა ვრცელდება საქართველოს მთავრობის ან მინისტრის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
12242210117¹15592742272416
მითითებამნიშვნელობით ახლოსკულტურული მემკვიდრეობი…მუზეუმების შესახებგეოგრაფიული ობიექტების…მკაცრი აღრიცხვის ფორმე…უძრავ ნივთებზე უფლებათ…კულტურის შესახებ

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge) · კონსოლიდირებული ვერსია, · რედაქცია №23 · ბოლოს შემოწმდა