საქართველოს საარჩევნო კოდექსი

მუხლი 100. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაცია

რედაქცია №101კონსოლიდირებული · 17 დეკ. 2025

გჭირდებათ რჩევა ამ მუხლთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი საკითხი

1.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა.

2.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულება მიღებიდან 3 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს.

3.ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას.

4.თუ საარჩევნო კოლეგიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ დადგინდება ხარვეზი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა და საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს ეძლევა 3 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდადატს და მის წარმომადგენელს ცესკოს განკარგულებით უარი ეთქმება რეგისტრაციაზე.

5.ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და წესები.

6.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ/რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს განკარგულება შეიძლება გაასაჩივროს/გაასაჩივრონ მხოლოდ შესაბამისმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა/წევრებმა ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილმა პირმა ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით.

7.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საქართველოს პარლამენტი და ცესკო თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის) და სამუშაო ადგილის მითითებით.

8.საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს.

9.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება არა აქვს, მოხსნას თავისი კანდიდატურა. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ცვლილების შედარება· წინა რედაქცია → ბოლო რედაქცია
1. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა. 2. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ ცესკოს განკარგულება მიღებიდან 3 დღის ვადაში წარედგინება საქართველოს პარლამენტს. 3. ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში აძლევს შესაბამის მოწმობას. 4. თუ საარჩევნო კოლეგიის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არასრულია ან არ აკმაყოფილებს ამ კანონით დადგენილ მოთხოვნებს, ცესკოს თავმჯდომარის მიერ დადგინდება ხარვეზი განცხადების წარდგენიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა და საარჩევნო კოლეგიის წარმომადგენელს ეძლევა 3 დღე ხარვეზის აღმოსაფხვრელად. თუ ხარვეზი დადგენილ ვადაში არ აღმოიფხვრება, საქართველოს პრეზიდენტობის კანდადატს და მის წარმომადგენელს ცესკოს განკარგულებით უარი ეთქმება რეგისტრაციაზე. 5. ცესკო საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში არ გაატარებს, თუ დარღვეულია ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები და წესები. 6. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ/რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ ცესკოს განკარგულება შეიძლება გაასაჩივროს/გაასაჩივრონ მხოლოდ შესაბამისმა საარჩევნო კოლეგიის წევრმა/წევრებმა ან/და საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენილმა პირმა ამ კანონის 77-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით. 7. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საქართველოს პარლამენტი და ცესკო თავიანთ ოფიციალურ ვებგვერდებზე აქვეყნებენ ცნობას საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის რეგისტრაციის შესახებ, მისი სახელის, გვარის, დაბადების წლის, თანამდებობის (საქმიანობის) და სამუშაო ადგილის მითითებით. 8. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-3 დღისა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამისთვის მან წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს. 9. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს უფლება არა აქვს, მოხსნას თავისი კანდიდატურა. საქართველოს 2014 წლის 7 მარტის ორგანული კანონი №2093 - ვებგვერდი, 14.03.2014წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3269 – ვებგვერდი, 27.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3266 – ვებგვერდი, 13.08.2018წ.

ტექსტი თარიღის მიხედვით

რომელი ტექსტი მოქმედებდა ან იმოქმედებს არჩეულ დღეს.

ამ დღეს მოქმედი ტექსტი

რედაქცია №50 · ძალაშია 13 დეკ. 2018-დან

ემთხვევა ზემოთ მოცემულ ტექსტს.

ამ მუხლის ტექსტები დროში

  1. 13 დეკ. 2018 – 1 იან. 2021 ტექსტი უცნობია

თარიღები ცვლილების აქტის ამოქმედების დღეებია. თუ აქტი რომელიმე დებულებას სხვა დღეს ამოქმედებს, ეს აქ არ ჩანს.

გჭირდებათ დახმარება ამ კანონთან დაკავშირებით?

აღწერეთ თქვენი სიტუაცია და დაგეხმარებით შესაფერისი სპეციალისტის პოვნაში.

მსგავსი მუხლები მთელ კანონმდებლობაში

მნიშვნელობით ახლოს, სხვა კანონებშიც

სამართლებრივი რუკა

დააწკაპუნე გასახსნელად
504631²13771772021181161151174642100
მითითებამნიშვნელობით ახლოსსაქართველოს საარჩევნო …საქართველოს საარჩევნო …საქართველოს პარლამენტი…საქართველოს საკონსტიტუ…საქართველოს კონსტიტუცი…რეფერენდუმის შესახებ